კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ათასზე მეტი უცხოელი არ შემოუშვა

10
საქართველოს სპეცსამსახურები, მსოფლიოში გახშირებული ტერორისტული შეტევების გამო, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. კონტრტერორისტული საქმიანობის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) 2015 წლის აგვისტოდან 31 დეკემბრამდე პერიოდში ქვეყანაში შემოსვლა 1014 უცხოელს აუკრძალა, აღნიშნულია უწყების ანგარიშში.

საქართველოს სპეცსამსახურები, მსოფლიოში გახშირებული ტერორისტული შეტევების გამო, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.

„სუს-მა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში სასაზღვრო კონტროლზე 1268 ადამიანი აიყვანა, ხოლო 1014-ს საქართველოში შემოსვლა აუკრძალა“, — აღნიშნულია ანგარიშში.

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ საქართველოში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, ასევე გამკაცრდა კონტროლი საზღვრებსა და აეროპორტებში.

10