თბილისი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩინოსნების წინააღმდეგ 142 საქმეს იძიებს

18
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე 29 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კორუფციასთან ბრძოლას.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ანტიკორუფციული სააგენტო ჩინოვნიკების დანაშაულისა და თაღლითობის ფაქტებზე 142 საქმეს იძიებს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სუს-ის ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფუნქციონირება 2015 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. ამანმდე ეს სტრუქტურა შსს-ს შემადგენლობაში შედიოდა.

„სუს-ის დაარსებიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე გამოძიება დაიწყო 29 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის მექრთამეობის 14 ფაქტზე, თაღლითობის — 5, მითვისებისა ან გაფლანგვის — 3, კომერციული მოსყიდვის 2, სამსახურებრივი გულგრილობის — 2 და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 1 ფაქტზე. დაკავებულია 16 ადამიანი. ამჟამად ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში 142 სისხლის სამართლის საქმეა“, — აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია,რომ სუს-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კორუფციასთან ბრძოლას.

კორუფცია ხელს უშლის საჯარო სექტორის ნორმალურ მუშაობას, ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას, ასუსტებს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. სწორედ ამიტომ კორუფციასთან ბრძოლა — ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია, აღნიშნულია ანგარიშში.

18