მაღაზია

საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვა სურთ

43
იგეგმება მომხმარებელთა ომბუდსმენის თანამდებობის შემოღება, რათა დაცული იყოს მყიდველის უფლებები, მოხდეს მათი საჩივრების განხილვა და წარმოადგინონ მათი ინტერესები სასამართლოში.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ახალი კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მიღების საკითხს განიხილავს, რომელიც გამყიდველთა და მყიდველთა შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს.

ამჟამად საქართველოში მომხმარებლის დამცველი მკაფიო ნორმები არ არსებობს. ერთადერთი ორგანო, რომელიც კვების პროდუქტების გაყიდვისას სანიტარული ნორმების აშკარა დარღვევებზე ახდენს რეაგირებას, სურსათის ეროვნული სააგენტოა. კანონი მომხმარებლის უფლებების შესახებ 2012 წლის მაისში გააუქმეს.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვას ითვალისწინებს როგორც მაღაზიებსა და ბაზრებში, ასევე საქონლის ინტერნეტის საშუალებით ყიდვისას.

კანონპროექტის თანახმად, მყიდველი პროდუქტის შესახებ ყველა აუცილებელი მონაცემის მიღებას შეძლებს: მწარმოებელი ქვეყნის, ვარგისიანობის ვადის შესახებ, ტექნიკურ დახასიათებას. საქონლის შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე უნდა იყოს წარდგენილი. ამასთან, ინფორმაციამ სახელწიფო ენაზე არ უნდა დაფაროს ორიგინალის ენაზე მოცემული ინფორმაცია.

კანონპროექტი გამყიდველს პროდუქტის ფასის მითითებას მყიდველისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე ავალდებულებს.

იმისთვის, რომ მყიდველის უფლებები დაცული იყოს, განიხილებოდეს მათი საჩივრები და მათი ინტერესები სასამართლოზე წარადგინონ, მომხმარებელთა ომბუდსმენის თანამდებობა იქნება შემოღებული.

კანონი „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება. ამ დოირთვის კანონპროექტი პარლამენტმა მხოლოდ პირველი მოსმენით დაამტკიცა.

43