საავადმყოფო

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა

33
ევა ბარბაქაძე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაიყვანეს, მას კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ქართველი მოდელის, მსახიობისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ცხრასაათიანი ოპერაცია, რომელიც ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების ჯგუფმა ხერხემალზე გაკეთდა, წარმატებით დასრულდა, იუწყება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პრეს-სამსახური.

შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი ევა 26 მარტს, საღამოს, მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.  მოზარდს დაზიანებული აქვს ხერხემალი,  აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები.

ოპერაციის დასრულების შემდეგ გოგონა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაიყვანეს. დღეს მას კიდევ ერთ ოპერაციას ტრავმატოლოგების ჯგუფი ჩაუტარებს.

საქართველოს შს სამინისტრომ სსკ-ს 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა)  საქმე აღძრა, რაც თავისუფლების შეზღუდვას 5 წლამდე ვადით ან  2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

33