უნივერსიტეტში აქცია შეწყდა, მოთხოვნები დარჩა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუდენტები აპირებენ 16 აპრილიდან კვლავ განაახლონ აქციები, თუ მათი მოთხოვნები, რაც თსუ-ის რეფორმირებას ეხება, არ შესრულდება.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების შეწყვეტის შესახებ. 

უნივერსიტეტში აქციები 10 მარტიდან დაიწყო. მათში მონაწილეობას სტუდენტთა ორი ჯგუფი იღებდა — „აუდიტორია 115“ და სტუდენტური თვითმმართველობა. „აუდიტორია 115“ ითხოვდა თვითმმართველობის ფუნქციების შეკვეცას და რეფორმების გატარებას. ხოლო სტუდენტური თვითმმართველობა — რექტორის გადაყენებას. პრემიერ-მინისტრმა ოთხშაბათს სტუდენტებს სთხოვა დრო მიეცათ მთავრობისთვის უნივერსიტეტში რეფორმების გასატარებლად. 

პირველად აქციების შეწყვეტის შესახებ „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა განაცხადეს და მათ უნივერსიტეტის შენობა დატოვეს. მოგვიანებით ასევე დატოვეს შენობა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმაც. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: უნივერსიტეტი და უმაღლესი განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებს

ორივე დაჯგუფებამ, რომელიც მანამდე უნივერსიტეტში ერთმანეთის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, გადაწყვეტილება მიიღო – იმოქმედონ კოორდინირებულად, გამართონ მოლაპარაკებები კონკრეტული მოთხოვნების ფორმულირების ჩამოსაყაიბებლად. შეხვედრა ხუთშაბათს არის დანიშნული. 

„აუდიტორია 115“ აპირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭოს შექმნას, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან ლექტორები და სტუდენტები. ხოლო სტუდენტების მოთხოვნა უნივერსიტეტების ავტონომიაზე მმართველობის სისტემის დემოკრატიზაციას ნიშნავს“, — განაცხადა „უდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა დავით ლორთქიფანიძემ. 

ამავე დროს, ორივე მხარის განცხადებით, მათი მოთხოვნა რექტორის გადაყენებაზე და აკადემიური საბჭოს დათხოვნაზე კვლავ უცვლელია. „აუდიტორია 115“, რომელიც ჩამოყალიბდება როგორც სტუდენტური მოძრაობა, 16 აპრილიდან კვლავ აპირებს საპროტესტო აქციების განახლებას, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0