მიღებულია გადაწყვეტილება მაესტროს სასაქონლო ნიშანზე

© FB/ Tbilisi City Court Officialთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „მაესტროს“ ორი ერთნაირი ბრენდის მქონე ტელეკომპანიად დაშლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა დააკმაყოფილოს გიორგი გაჩეჩილაძის სარჩელი სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განჩინებით, დაკმაყოფილდა გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და შ.პ.ს.,,ტელეკომპანია მაესტრო”-ს აეკრძალა სასაქონლო ნიშნის  -,,მაესტრო Maestro” — გამოყენება და ამ დასახელების შემცველი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით სატელევიზიო მაუწყებლობა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, — იტყობინება თბილისის საქალაქო სასამართლო. 

ასევე, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, ვინაიდან მოპასუხე შ.პ.ს.,,ტელეკომპანია მაესტრო” არ მაუწყებლობს სასაქონლო ნიშნით  -,,მაესტრო Maestro”, მოპასუხეს არ შეიძლება მიადგეს ზიანი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვით. სასამართლომ ჩათვალა, რომ შ.პ.ს.,,სტუდია მაესტრო”-სთვის ზიანის აცილების უზრუნველყოფის და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის რეალიზების მიზნით გამართლებული იყო მოსარჩელე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. 

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ შ.პ.ს.,,სტუდია მაესტრო”-ს გადახდისუუნარობის საქმეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის განჩინებით, საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის ანძა - Sputnik საქართველო
შეთქმულების მსხვერპლი თუ წინასწარ განზრახული გეგმა — ვინ დგას „მაესტროს“ უკან?

დავა „მაესტროს“ ირგვლივ მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელიც მანამდე „სტუდია მაესტროს“ 25%-იან წილს ფლობდა, თებერვლის დასაწყისში კიდევ 30% შეიძინა და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. იმ დროისთვის კომპანიის დირექტორმა ბაია გადაბაძემ ის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობის გამო, მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში დაადანაშაულა.

საეთერო სტუდია - Sputnik საქართველო
ისმინეთ ჩვენი ხმა, „მაესტრო“, ანუ ახალი სკანდალი საქართველოში

„მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაც კი დაწერა და აღნიშნა, რომ თანამდებობას სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის გამო ტოვებს. თუმცა, გადაბაძემ ეს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, მაშინვე გადაიფიქრა. „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ის თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლეს. გადაბაძემ საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, რომ ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად არ დაერეგისტრირებინათ.

ტელეგადაცემის ჩაწერა - Sputnik საქართველო
ახლა საითღა, „მაესტრო?“

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, როდესაც დირექტორის რეგისტრაციის აკრძალვის მოთხოვნა თანამდებობაზე რეგისტრაციის მოთხოვნამდეა შეტანილი, თავდაპირველად აკრძალვის მოთხოვნა განიხილება, ხოლო შემდეგ — რეგისტრაციის მოთხოვნა. ამიტომ რეგისტრაციის მოთხოვნა აკრძალვის მოთხოვნის განხილვის დასრულებამდე დაიბლოკა.

ორშაბათს რეესტრმა გადაწყვეტილება მიიღო და გაჩეჩილაძე დირექტორად დაარეგისტრირა, რადგანაც ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა რეგისტრაციის თაობაზე კანონმდებლობას სრულად შეესაბამება.

 

ყველა ახალი ამბავი
0