შტორმი

შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია

13
(განახლებულია 20:44 15.03.2016)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამშაბათს ქარიანი ამინდია, თუ ქარის სიჩქარე ზღვისპირეთში წამში 20-22 მეტრს აღწევს, აღმოსავლეთში მისი სიჩქარე წამში 30 მეტრამდეც ადის.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. აჭარაში ამინდის გაუარესების გამო შავ ზღვაზე შტორმი 4 ბალს აღწევს.

„დღეს შავ ზღვაზე შტორმი 3-4 ბალს აღწევს. მიმდებარე რაიონებში ქარის სიჩქარე წამში 20-22 მეტრია“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ჰიდრომეტცენტრის სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის სიტყვებს.

შტორმი დროთა განმავლობაში ჩაწყნარდება, აღნიშნა მან.

მზიანი და თბილი ამინდი, რომელმაც თებერვლის ბოლოდან მოყოლებული მოსახლეობა ასე გაახარა, 14 მარტს გაუარესდა.

სამშაბათს დასავლეთ საქართველოში დღისით 7-12, აღმოსავლეთში კი 9-14 გრადუსი ტემპერატურაა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი ქრის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ქარის სიჩქარე წამში 30 მ-მდე აღწევს. ბარში ზოგიერთ რაიონში წვიმს, მთაში კი თოვს.

თბილისში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრია, ზოგიერთ ადგილას — 28 მ. ჰაერის ტემპერატურა კი +10 გრადუსია.

13