მარჯვენასაჭიანი ავტომობილი

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია 2017 წლიდან აიკრძალება

1740
(განახლებულია 20:53 08.03.2016)
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, სიახლე, 2016 წლის 1 მარტის ნაცვლად, ძალაში 2017 წლის 1 იანვარს შევა.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა 2017 წლის იანვრამდე გადაიდო, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა. 

საქართველოს პარლამენტში გასული წლის დეკემბრის ბოლოს შევიდა შსს–ს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მთელ რიგ სიახლეებს ითვალისწინებს. მათ შორის იყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა 2016 წლის 1 მარტიდან. სიახლე უარყოფითად შეაფასეს როგორც მძღოლებმა, ისე მანქანების იმპორტიორებმა, რომლებიც შსს–სგან დამატებით დროს მოითხოვდნენ საკუთარ ბიზნესში ცვლილებების შესატანად.  

„ჩვენ სპეციალურად არ ვაჩქარებთ და ფორსირებულ რეჟიმში არ ვახდენთ (მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას). პირიქით, ვაძლევთ დროს, რომ პროცესის ყველა მონაწილემ გამოხატოს თავისი პოზიცია, გაიმართოს კონსულტაციები, ვისთანაც საჭიროა. თვითონ განხილვა გაგრძელდება, მაგრამ მიღებული არის გადაწყვეტილება, და ეს ავტო–იმპორტიორებთან კონსულტაციების შედეგად მოხდა, რომ რეგისტრაციის აკრძალვა მოხდეს 2017 წლის 1 იანვრიდან“, — განაცხადა ხუციშვილმა „რუსთავი 2"–ის ეთერში. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას მათი კრიტიკული რაოდენობით ხსნიან, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის მარცხენასაჭიან მანქანებზე მორგებულ ინფრასტრუქტურაში.  

© Sputnik.
მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებმა საქართველოს შსს-თან ფაიერები დაანთეს


1740