საქართველოს გრიპის ეპიდემია არ ემუქრება

გამოწერა
ათეულობით ათასმა საქართველოს მოქალაქემ გრიპი გართულებების გარეშე გადაიტანა და ექიმებთან მიმართვიანობის ტემპმაც იკლო, აღნიშნა იმნაძემ.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველომ გრიპის ეპიდემიის საფრთხე ტავიდან აიცილა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ. 

საქართველოში 2016 წლის დასაწყისიდან H1N1 ვირუსის გართულებით 9 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 — H3N2-ით. 

„არ არსებობს არანაირი მიზეზი პანიკისატვის. ექიმებთან მიმართვიანობის ტემპმა იკლო… ჩვენი წინასწარი პროგნოზებით, ჩვენ პიკი გადავლახეთ, ისე რომ ეპიდემიურ ზღვარს არ მივახლოვებივართ“, — თქვა იმნაძემ პრესკონფერენციაზე. 

გრიპის თავიდან აცილებისთვის აუცილებელია პირბადის გამოყენება - Sputnik საქართველო
როგორ მოვიქცეთ, როცა ქვეყანაში გრიპი მძვინვარებს — ექიმის რჩევები

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან გრიპის სხვადასხვა შტამის ვირუსით 248 —დან 357 —მდე გაიზარდა 100 ათას კაცზე. საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 500 დაავადებულია 100 ათას კაცზე.

„გრიპი უკვე გადაიტანა ათეულობით ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ ყოველგვარი გართულებების გარეშე. ამასთან იყო მძიმე შემთხვევებიც, ასევე სამწუხაროდ  ფატალური შემთხვევებიც, რომელთა ძირითადი მიზეზი ექიმთან დაგვიანებული მიმართვა და თანმდევი დაავადებები იყო,“- აღნიშნა იმნაძემ. 

ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ხაზი გაუსვა ექიმთან დროულად მიმართვის აუცილებლობას, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებისა და ფეხმძიმობის შემთხვევაში. 

დაავადებების შემთხვევების გახშირების შემდეგ, კლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0