კონკურსისადმი „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია

რუსეთში, დსთ–სა და ბალტიისპირეთში კონკურსი „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ დაიწყო

16
(განახლებულია 18:15 28.01.2016)
ჟურნალისტიკისა და რადიომაუწყებლობის სფეროს წამყვანმა პროფესიონალებმა ხუთშაბათს საერთაშორისო კონკურსის „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ დაწყების თაობაზე განაცხადეს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წელს საბჭოთა ინფორმბიუროს 75 წლისთავთან დაკავშირებით, რომლის მემკვიდრეც გახდა მედია-საინფორმაციო სააგენტო Россия Сегодня, დიდი რაოდენობით ღონისძიებაა დაგეგმილი. კონკურსი „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ რადიოწამყვანებისთვის ერთ–ერთ ასეთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. 

„სოვინფორმბიურო“, როგორც ცნობილია, ომის დაწყებიდან მესამე დღეს შეიქმნა და მაშინვე იური ლევიტანის ხმით ალაპარაკდა. თუმცა კონკურსს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამიტომ არ ეწოდა მისი სახელი. 

 

„ლევიტანის სახელი დღესაც ყველამ იცის. ის ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვების ხმაა. ლევიტანი, როგორც დღეს იტყვიან, უდიდესი კომუნიკატორი იყო. მისი ხმისა ეჯერათ, მისი ხმა გმირობით აავადებდა ადამიანებს. ახლა, როცა რუსულიცა და ნებისმიერი სხვა ენაც სოციალური ქსელების ზეწოლის ქვეშაა, ნაგვიანდება, ტრანსფორმირდება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ლევიტანის ენერგია ძალიან მოთხოვნადია“, — აღნიშნა კონკურსის გახსნის გამოცხადებისას Россия сегодня–ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა. 

მისი თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ კონკურსის ორგანიზატორები წამყვანებსა და დიქტორებს მიმბაძველობისა და იმიტაციისკენ მოუწოდებენ. კონკურსის მონაწილეებმა უნდა აჩვენონ, რომ შეუძლიათ ისეთივე გამოძახილი ჰპოვონ მსმენელთა გულებში, როგორსაც ლევიტანის ხმა ჰპოვებდა. „ეს არტისტიზმია, ეს არის ზუსტი ინტონაცია, უნარი წარმოსათქმელის აზრისა და მნიშვნელობის შეგრძნებისა, უნარი აქცენტების სწორად დასმისა და მშობლიური ენისადმი პატივისცემის გამოვლენისა“, — განაცხადა კისელიოვმა. 

ჟიურის ერთ–ერთმა წევრმა, ჟურნალისტმა და რადიოწამყვანმა ლეონიდ სიგანმა წუხილით შენიშნა, რომ მისთვის კონკურსი სერიოზულ განცდებთან იქნება დაკავშირებული, ვინაიდან იძულებული გახდება დაუბრუნდეს იმ წუთებს, რომლებიც ლევიტანთან ერთად აქვს გატარებული მიკროფონთან და როდესაც „სოვინფორმბიუროს“ ინფორმაციები ტრაგიზმით იყო გაჟღენთილი. 

სიგანის თქმით, გამოჩენილ დიქტორთან, საკუთარი პროფესიის მეფესთან, კეთილ, გულისხმიერ და კეთილშობილ ადამიანთან —ლევიტანთან მუშაობა ნამდვილი პატივი იყო. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ რუს ჟურნალისტებს, არამედ დსთ–ისა და ბალტიისპირეთის წარმომადგენლებსაც, რომლებიც მშობლიურ ენაზე მაუწყებლობენ. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, ყირგიზი წამყვანი მშობლიურ ქვეყანაში გაეჯიბრება კოლეგებს. 

„ნამუშევრების მიღება დღეს დაიწყება და 15 აპრილამდე გასტანს. მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ რადიოწამყვანებს, კორესპონდენტებს, ახალი ამბების წამყვანებს, ყველას, ვისი ხმაც რუსეთის, დსთ–ისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების რადიოსადგურების ეთერებში ისმის; ყველას ვისაც სურს თავი გამოიჩინოს და სურს გააგონოს საკუთარი ხმა“, — მიმართა კონკურსის მონაწილეებს Россиясегодня–ს რუსული მაუწყებლობის დირექტორმა ალექსეი ორლოვმა. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება მარტივია: უნდა გახმოვანდეს ლევიტანის ნებისმიერი ინფორმაცია და ჩანაწერი კონკურსზე გამოიგზავნოს. პატივცემული ჟიური, რომელშიც რადიომაუწყებელი ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები შედიან, ნამუშევრებს ისეთი კრიტერიუმებით შეაფასებს, როგორებიცაა: გამართულად, წიგნიერად მეტყველება, დიქტორის მონაცემები და მხატვრული გამომსახველობის საშუალებების ფლობა. 

კონკურსის მონაწილეებმა, ორლოვის თქმით, უნდა დაამტკიცონ, რომ რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რადიოწამყვანებს შორის არიან ადამიანები, რომელთაც ძალუძთ, ისეთივე ნდობა შთააგონო ადამიანებს, როგორც ამას ლევიტანი აკეთებდა. 

ძალების მოსინჯვა შეუძლიათ, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე მუშაობენ რადიოში, ისე სტუდენტებსაც, რომლებიც რადიოსადგურებში პრაქტიკას გადიან და ჯერჯერობით მხოლოდ შემოქმედებითი გზის დასაწყისში იმყოფებიან. გამარჯვებულს ივნისში მოსკოვში მიიწვევენ დაჯილდოებისთვის. 


16