H1N1-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

გრიპმა საქართველოში კიდევ ორი ადამიანი იმსხვერპლა

12
2016 წლის დასაწყისიდან, საქართველოში ვირუს H1N1–ის, ანუ „ღორის გრიპის“ გართულების გამო ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ვირუსმა H3N2 ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ვირუს H1N1–ისგართულების გამოსაქრათველოში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა: ერთი თბილისში და ერთი აჭარაში, — იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით. 

 

2016 წლის დასაწყისიდან, საქართველოში ვირუს H1N1–ის, ანუ „ღორის გრიპის“ გართულების გამო ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ვირუსმა H3N2-მა ერთი ადამიანი იმსხვერპლა. 

საქართველოსთვის ეპიდემიოლოგიური ზღურბლი გახლავთ 500 შემთხვევა ათას კაცზე. ამ დროისათვის ქვეყანაში ვირუსით დაავადებულია 332 ადამიანი ათას კაცზე. 

გრიპით დაავადების შემთხვევათა გაზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ ქვეყნის 267 სკოლაში შეაჩერა სასწავლო პროცესი. 1 თებერვლამდე დაკეტილია თბილისის საბავშვო ბაღებიც. 


12
თემები:
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)