საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა დღეს აღდგება

© https://www.facebook.com/georoad.ge/გზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ამჟამად ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ მოძრაობა გზის ამ მონაკვეთზე დღესვე აღდგება.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ზვავსაშიშროება აღარ არის, ამიტომ დღის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო
თოვლი საქართველოს გზებზე გადაადგილების პრობლემებს ქმნის

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ამჟამად ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ მოძრაობა გზის ამ მონაკვეთზე დღესვე აღდგება.

თუმცა, ინტენსიური თოვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია რიკოთის უღელტეხილზე.

კერძოდ, რიკოთის უღელტეხილზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი მანქანებისთვის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს ზამთრის საბურავების გამოყენებასა და გზებზე დაწესებული რეჟიმების დაცვას ურჩევს. 


ყველა ახალი ამბავი
0