ევროკავშირის წარმომადგენლობამ ქართველი ჟურნალისტები დააჯილდოვა

© რ. შაიშმელაშვილიევროკავშირმა ქართველი ჟურნალისტები დააჯილდოვა.
ევროკავშირმა ქართველი ჟურნალისტები დააჯილდოვა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე მეოთხე წელია, 2012 წლიდან, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყოველწლიურ ჟურნალისტიკურ კონკურს აცხადებს. ევროკავშირის აღნიშნული ჯილდო, პროფესიული, მიუკერძოებული და ინფორმაციული ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად გაიცემა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ევროკავშირის 2015 წლის ჯილდო ჟურნალისტიკაში“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

პრიზი ქართველ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა იოჰან ჰერმანმა 6 კატეგორიაში გადასცა: 

საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ბეჭვდით ან ინლაინ მედიაში — ზურაბ ვარდიაშვილი,  სტატიისათვის „სიღარიბის შვილები“ (ჟურნალი „ლიბერალი“);

საუკეთესო საგამოძიებო ტელე-რადიო სიუჟეტი — ლია ტოკლიკიშვილი (თანაავტორი მაია გოგოლაძე), ფილმისათვის“ოქროსთვის შეწირული ქალაქი“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი);

საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, რომელიც ხელს უწყობს ცოცხალ, დაბალანსებულ, სამართლიან და პლურალისტურ დებატებს.  მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ საკითხებზე, რასაც შეუძლია არაპირდაპირ წარმოაჩინოს ევროკავშირის ფასეულობები — ანუნა ბუკია, ბლოგი  „პაციენტის დღიური“;

ყველაზე ინფორმატიული ონლაინ მედია საშუალება —www.chai-khana.org;

საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახვს —  დარო სულაკაური,  “ნაადრევი ქორწინება“;

საუკეთესო ნაშრომი ბეჭდურ, აუდიოვიზუალურ ან ონლაინ მედიაში, რომელიც შეეხება კონფლიქტის თემას —  ნინო ჩიფჩიფური, სტატიისათვის „ექიმები კონფლიქტის რეგიონში ჯამრთელობის ხიდებს აშენებენ.“

უკვე მეოთხე წელია, 2012 წლიდან, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყოველწლიურ ჟურნალისტიკურ კონკურს აცხადებს. ევროკავშირის აღნიშნული ჯილდო, პროფესიული, მიუკერძოებული და ინფორმაციული ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად გაიცემა. 2015 წლის კონკურსში, ჟურნალისტთა ყველაზე დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. საკონკურსოდ დაახლოებით 150-მა შეიტანა განაცხადი ექვს სხვადასხვა კატეგორიაში. 

ექვსივე გამარჯვებულს ჯილდოს სახით 1500 ევრო გადაეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0