ცუკერბერგი ფეისბუქის აქციების 99%–ს ქველმოქმედებას მოახმარს

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიმარკ ცუკერბერგი
მარკ ცუკერბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიარდერმა განმარტა, რომ აქციებს ერთბაშად კი არა, არამედ „ცხოვრების მანძილზე“ გასცემს, რათა სამყარო უკეთესი გახადოს მომავალი თაობისთვის. მარკ ცუკერბერგმა ამის შესახებ თავისი ახალდაბადებული გოგონასთვის განკუთვნილ გზავნილში დაწერა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი კომპანია „ფეისბუქში“ საკუთარი აქციების 99%–ს ქველმოქმედებაზე დახარჯავენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„ჩვენი ცხოვრების განმავლობაში „ფეისბუქის“ აქციების 99%–ს, რაც ამჟამად დაახლოებით 45 მლრდ აშშ დოლარია, ქველმოქმედებას მოვახმართ, რათა ეს სამყარო მომავალი თაობისთვის უკეთესი გახდეს“, — დაწერა ცუკერბერგმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

ფეისბუქის დამფუძნებელმა ეს განცხადება თავისი გოგონას დაბადებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ გოგონას მაქსი უწოდეს.

სოციალურ ქსელ ფეისბუქით ყოველდღიურად 1,01 მლრდ ადამიანი სარგებლობს, რაც გასული წლის მონაცემზე 14%–ით მეტია. ყოველთვიურად ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობა 1,5 მლრდ ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0