რუსთავი 2

"რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი

64
გუშინ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არ აპირებს იმ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც, მისი აზრით, აპრიორი უკანონო იქნება.

თბილისი, 22ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს იქნება ცნობილი, განაცხანა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს.

„რუსთავი 2“ —ის ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით მიმართა. სარჩელში ხალვაში ასევე მოითხოვდა „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღებას სასამართლოს დასრულებამდე. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა.

 „ტელეკომპანიის  ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც საერთო სასამართლოების ამგარიშზე 700 ათასი აშშ დოლარის ჩარიცხვას ეხება, 26 ოქტომბერს, 10:00 სთ-ზე გახდება ცნობილი“, — განაცხადა ურთმელიძემ. 

გუშინ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არ აპირებს იმ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც, მისი აზრით, აპრიორი უკანონო იქნება. 
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი  2“-ის  ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. ტელეკომპანიის ადმინისტრაცია თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთა და სიტყვის თავისუფლების დარღვევაა. 

 

 

64
თემები:
დავა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ (73)