ი. სუხოვის ნახატის რეპროდუქცია დინამო

მერია: ზამთარში კომუნალურ ვაუჩერებს სოციალურად დაუცველნი მიიღებენ

438
(განახლებულია 07:51 28.08.2015)
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის სოციალურ დახმარებას თბილისში 23,3 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი იღებს (ქვეყნის ოჯახების 8.6%).

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია აღარ დაეხმარება დედაქალაქის ყველა მცხოვრებს ზამთარში კომუნალური მომსახურეობების საფასურის გადახდაში, განაცხადა ქალაქის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ აკაკი დანელიამ.

 2012 წლიდან, თბილისში ყველა ოჯახი სოციალურ ვაუჩერს იღებდა 100 ლარის ოდენობით, რომელიც 5 თვეზე ნაწილდებოდა. ამით თბილისის მერია მოსახლეობას ზამთარში კომუნალური ხარჯების დაფარვაში ეხმარებოდა. 

 „დედაქალაქის პროგრამაში მხოლოდ ისინი უნდა მონაწილეობდნენ, ვისაც სოციალური დახმარება სჭირდება. მაგრამ კონკრეტულად ვინ მოხვდება ვაუჩერის მიმღებთა კატეგორიაში ჯერ ამის თქმა არ შემიძლია. რადგან პროექტის სამუშაო ვერიანტი ჯერ კისევ განხილვის პროცესშია“, განაცხადა დანელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის ეთერში. 

 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის, თბილისის მერიამ საკრებულოს თანხმობა უნდა მიიღოს. იქ მანდატების უმრავლესობა მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უჭირავს, რომელიც დედაქალაქის მერიის პოლიტიკას მხარს უჭერს. 

 სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის სოციალურ დახმარებას თბილისში 23,3 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი იღებს (ქვეყნის ოჯახების 8.6%). ეს სტატუსი ენიჭება იმ ოჯახებს, მათი კეთილდღეობის კრიტერიუმით, რომელსაც სოციალური აგენტები ქულებით ანიჭებენ. 

 ამასთან, ზამთრისათვის მოსალოდნელია რომ ელექტროენერგიის გადასახადი მოიმატებს. კომპანია „თელასმა“, რომელიც თბილისს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს, შესაბამისი განაცხადით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართა. 

 ამ დროისათვის თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი დიფერენცირებულია და დამოკიდებულია ელექტროენერგიის ხარჯზე: 101 კვტ.სთ — მდე — 0.0994 და 301 კვტ.სთ-ს ზემოთ — 0.177 ლარი.


438
თემაზე
საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა
მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების პირობას დებს
სამი ენერგოკომპანიისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებაზე ტარიფი გაიზრდება
ელექტროენერგიის ტარიფის ,,პოლიტიკური შემადგენელი“