თბილისში „დიასპორის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი“ ჩატარდება

© photo: Sputnik / Rukkhyan / გადასვლა მედიაბანკშიდავით აღმაშენებლის ქანდაკება თბილისში
დავით აღმაშენებლის ქანდაკება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიასპორის გლობალური კვირეული საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც 2015 წლის 11-17 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართული დიასპორის 19-დან 29 წლამდე ასაკის წარმომადგენლები მიიღებენ.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. „დიასპორის გლობალური კვირეული 2015–ის“ ფარგლებში საქართველოში „დიასპორის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი“ ჩატარდება, აღნიშნულია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

დიასპორის გლობალური კვირეული საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც 2015 წლის 11-17 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართული დიასპორის 19-დან 29 წლამდე ასაკის წარმომადგენლები მიიღებენ.

ეკონომიკური ფორუმი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ეგიდით ჩატარდება, რომელიც „საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის“ (IdEA) რეგიონული პარტნიორია. 

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.

ფორუმი მიზნად ისახავს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დიასპორის ახალი ინტელექტლუალური და ფინანსური სერვისების პროგრამების პრეზენტაციას. ასევე, ადამიანთა გაერთიანებას საერთო მიზნებისა და საჭიროებების ირგვლივ.

ქართული დიასპორის ბიზნესსაბჭოები და სამრეწველო პალატები ფორუმის მონაწილეებს საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით. ფორუმი ასევე განიხილავს დიასპორის ინოვაციური საინვესტიციო მექანიზმების განვითარებას რეგიონში და მის აქტიურ მონაწილეობას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0