ლგბტ პირების უფლებადამცველები პროკურატურას არაეფექტურ გამოძიებაში დებენ ბრალს

© photo: Sputnik / Анатолий Медведь / გადასვლა მედიაბანკშილგბტ მიტინგი
ლგბტ მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსგენდერი ბექა ბერიანი (საბი) 2014 წლის 11 ნოემბერს დაქირავებულ ბინაში მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით თბილისში მცხოვრები 26 წლის ლევან კ. დააკავეს. მას სასამართლომ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რამაც ლგბტ საზოგადობის პროტესტი გამოიწვია.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ლგბტ პირების უფლებების დამცველთა დეპარტამენტი პროკურატურას ტრანსგენდერ ბექა ბერიანის (საბის) მკვლელობის არაეფექტურ გამოძიებაში დებს ბრალს. ამის შესახებ სამშაბათს, 18 აგვისტოს დეპარტამენტის თანამშრომელმა განაცხადა.

სამოქალაქო მონიტორინგის ასოციაციის ლგბტ პირების უფლებების დაცვის დეპარტამენტი პროკურატურისგან ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას მოითხოვს. 

 ტრანსგენდერი ბექა ბერიანი (საბი) 2014 წლის 11 ნოემბერს დაქირავებულ ბინაში მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით თბილისში მცხოვრები 26 წლის ლევან კ. დააკავეს. მას სასამართლომ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რამაც ლგბტ საზოგადობის პროტესტი გამოიწვია.

 უფლებადამცველები ბექა ბერიანის მკვლელისთვის სასჯელის გამკაცრებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ამით „საზოგადობა უფრო დაცული იქნება“.

 გამოძიების მსვლელობისას რიგი პროცესუალური ქმედებები დაირღვა, მიიჩნევენ უფლებადამცველები, ხოლო პროკურატურის მხრიდან საგამოძიებო ქმედებები არაადეკვატური და უსამართლო იყო.

 სამოქალაქო მონიტორინგის ასოციაციაში ასევე განაცხადეს, რომ თუ პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში სარჩელს არ შეიტანს, მაშინ ლგბტ საზოგადობა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შესაბამის ორგანიზაციებს მიმართავს.

 ცნობილია, რომ რამდენიმე ტრანსგენდერმა საპროტესტო აქციის ჩატარებაზე მზადყოფნა უკვე გამოთქვა.

 ლგბტ პირების უფლებების დამცველი დეპარტამენტის თანამშრომელი აღნიშნავს, რომ ტრანსგენდერები საქართველოში განსაკუთრებული საშიშროების წინაშე დგანან, შესაბამისად, მათთან მიმართებით „მთავრობას განსაკუთრებული მიდგომა და შესაბამისი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რაც, სამწუხაროდ არ არის…“.

 

ყველა ახალი ამბავი
0