რუსთავი 2

პაატა სალია: ჩვენი სარჩელი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების საქმიანობას ხელს არ უშლის

11
"რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ საავტორო უფლებებისათვის აუნაზღაურდეს 500 ათასი დოლარი და დაუბრუნდეს ტელეკომპანიის მთელი უძრავი ქონება.

თბილისი, 11აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელი ტელეკომპანიას მუშაობაში ხელს არ უშლის, ნათქვამია ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ორშაბათს, 10 აგვისტოს.

რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ საავტორო უფლებებისათვის აუნაზღაურდეს 500 ათასი დოლარი და დაუბრუნდეს ტელეკომპანიის მთელი უძრავი ქონება. 

საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადო ტელეკომპანიის მთელ ქონებას. 

„ჩვენი პრეტენზიები მიმართულია არა „რუსთავი 2“-ის ან მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ, არამედ ტელეეკომპანიის მფლობელების წინააღმდეგ. ჩვენს მიერ შეტანილი სარჩელი არ ითვალისწინებს ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლას“, — განაცხადა ხალვაშის ადვოკატმა.

გარდა ამისა, პაატა სალიამ საქმის პოლიტიზირებაში გარკვეული ძალები დაადანაშაულა. „ჩვენთვის მთავარი მედიისა და არასამთავრობო სექტორის სასამართლო პროცესებში ჩართულობაა და ეს იქნება სასამართლოს მიუკერძოებლობის გარანტი. ჩვენ მზად ვართ მედიათან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებასთან აქტიურად ვითანამშრომლოთ“, — აღნიშნა სალიამ.

2005 წელს ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 100% წილს ფლობდა. 2005 წლის 26 დეკემბერს, ხალვაშმა 22% კომპანია „საქცემენტს“ (ამჟამად „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“) გადასცა. ამ კომპანიის ერთპიროვნული მმართველი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი იყო. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78% კომპანია „ჯეო-ტრანს“-ს გადასცა, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ნიჟარაძეს ეკუთვნოდა. 

ქიბარ ხალვაშმა საქართველო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ დატოვა და 2007 წლის ბოლოს გერმანიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. 

 ხელისუფლების სათავეში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მან ოფიციალურად მიიღო პოლიტიკური დევნილის სტატუსი და საქართველოში დაბრუნების უფლება. თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ ყველა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში გაამართლა და შარშან დაღუპულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად პარტია შექმნა. 

 

 

 

11