უეფას სუპერთასის მატჩის დღეს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის 11 აგვისტოს „დინამო არენას“ სტადიონზე 22:45 სთ-ზე დაიწყება.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. 11 აგვისტოს, უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, „დინამო არენას“ სტადიონთან რიგი ქუჩები გადაიკეტება, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

კერძოდ, გადაადგილება იკრძალება:

— მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);

— წერეთლის გამზირის დასაწყისიდან ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;

— დაიკეტება აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;

— ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;

— მოძრაობა აიკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან მ. წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;

— მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.

სრულად დაიკეტება ბ.პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის — „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები.

ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.

უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის 11 აგვისტოს „დინამო არენას“ სტადიონზე 22:45სთ-ზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0