თბილისი

საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერების აღდგენა იგეგმება

34
(განახლებულია 18:26 06.08.2015)
ბუნების დაცვითი სტრატეგიის თანახმად, ძირითადი პრობლემა — ეს ავტომობილების რაოდენობის გაზრდით, საწვავის დაბალი ხარისხითა და ავტომანქანების უვარგისი ტექნიკური მაჩვენებლებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურებაა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმპორტირებულ მანქანებზე ასაკობრივი ზღვარი დაწესდება.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიის მიერ შემუშავებული ბუნების დაცვითი ახალი სტრატეგია ავტომობილებზე ტექდათვალიერების აღდგენას ითვალისწინებს, განაცხადა ეკოლოგიისა და გამწვნების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

ხუთწლიანი სტრატეგია გამწვანების სამსახურთან ერთობლივადაა შემუშავებული და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერებას. 

ბუნების დაცვითი სტრატეგიის თანახმად, ძირითადი პრობლემა — ეს ავტომობილების რაოდენობის გაზრდით, საწვავის დაბალი ხარისხითა და ავტომანქანების უვარგისი ტექნიკური მაჩვენებლებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურებაა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმპორტირებულ მანქანებზე ასაკობრივი ზღვარი დაწესდება. 

სტრატეგიის მიზანია თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირება. 

ქალაქის მთავრობა  დოკუმენტს საკრებულოში გადააგზავნის დასამტკიცებლად. 

ყველა კატეგორიის ავტოტრანსპორტის სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება საქართველოში 2017 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.  საქართველოს პარლამენტმა კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ცვლილებები 2015 წლის თებერვალში შეიტანა. 

ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 31 დეკემბრამდე სავალდებულო პერიოდულ ტექდათვალიერებას ექვემდებარება ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და წესის მიხედვით არის დარეგისტრირებული. მათ შორის, სატვირთო ავტომობილები, რომელთა ტვირთამწეობა 3,5 ტონაზე მეტს შეადგენს და ასევე ის სამგზავრო ტრანსპორტი, რომელშიც რვაზე მეტი სავარძელია (მძღოლის ადგილის გამოკლებით).   

ტექდათვალიერების გავლა მსუბუქი ავტომობილების მფლობელებისთვის 2017 წლის 31 დეკემბრამდე ნაბაყოფლობითია. 


34