საქართველო, დროშა

იანვარ-მაისის პერიოდში თავშესაფარი საქართველოში 912-მა უცხოელმა მიიღო

14
(განახლებულია 21:28 01.07.2015)
საქართველოს შსს-ს მონაცემებით, პირველ ადგილზე ჰუმანიტარული თავშესაფრის მიღების მხრივ არიან ერაყის მოქალაქეები (288 ადამიანი), შემდეგ - უკრაინის (202) და სირიის (63) მოქალაქეები.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში თავშესაფარი 912-მა უცხოელმა მიიღო, მათ შორის 233 რუსეთის მოქალაქეა, იუწყება ოთხშაბათს, 1 ივლისს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.

 გარდა ამისა, საქართველოს შსს-მ წარმოადგინა იმ პირთა სტატისტიკა, ვინც საქართველოში ლტოლვილის სტატუსი და ჰუმანიტარული თავშესაფარი მიიღო.

 უწყების მონაცემებით, პირველ ადგილზე ჰუმანიტარული თავშესაფრის მიღების მხრივ არიან ერაყის მოქალაქეები (288 ადამიანი), შემდეგ — უკრაინის (202) და სირიის (63) მოქალაქეები.

 რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსის მინიჭების კატეგორიას, აქ პირველ ადგილზე ერაყის მოქალაქეები (80 ადამიანი) არიან. შსს-ს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ლტოლვილის სტატუსი რუსეთის 16-მა მოქალაქემ მიიღო. მესამე ადგილზე ამ კატეგორიაში სირიის მოქალაქეები არიან.


14
თემაზე
წლის პირველ ნახევარში საქართველოს 2,3 მილიონზე მეტი უცხოელი სტუმრობდა
ნახევარ წელიწადში საქართველოს რუსეთის 342 ათასზე მეტი მოქალაქე ეწვია