წლის პირველ ნახევარში საქართველოს 2,3 მილიონზე მეტი უცხოელი სტუმრობდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივნისში საქართველოში 496 ათას 798 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 9,3%-ით მეტია. პირველ ადგილზე რაოდენობით თურქეთის მოქალაქეები არიან.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 2 მილიონ 332 ათას 303 ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 3,5%-ით მეტია, იუწყება ოთხშაბათს, 1 ივლისს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.

 ვიზიტორების საერთო რაოდენობიდან ტურისტი 853 ათას 605 იყო, ხოლო 536 ათას 918 საქართველოში ტრანზიტით იმყოფებოდა.

 ამასთან, ივნისის თვეში საქართველოში 496 ათას 798 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 9,3%-ით მეტია. პირველ ადგილზე რაოდენობით თურქეთის მოქალაქეები არიან, შემდეგ — აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები.

 ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვიზიტორებში ლიდერობენ ლიტვის, გერმანიის, ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები.


ყველა ახალი ამბავი
0