ალექსანდრე შალამბერიძე

ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა

68
(განახლებულია 21:16 01.07.2015)
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია ”თავისუფალი საქართველოს” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე 57 წლის ასაკში ოთხშაბათს, 1 ივლისს გარდაიცვალა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია ”თავისუფალი საქართველოს” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე 57 წლის ასაკში ოთხშაბათს, 1 ივლისს გარდაიცვალა, განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ.

”გუშინწინ ანევრიზმის ოპერაცია გაუკეთეს, ვითარდებოდა ინფარქტი. გუშინ მძიმე მდგომარეობაში იყო და დღეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა”, — განმარტა კუკავამ.

შალამბერიძე 1958 წელს დაიბადა. 1990-2004 წლებში პარტია ”ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის” აღმასრულებელი მდივანი იყო, 2004-2009 წლებში — ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი. 1991-1992 წლებში შალამბერიძე თბილისის საკრებულოს, ხოლო 1999-2008 წლებში — საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო.

 


68