მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნუცა შანშიაშვილი ნიუ-იორკში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

© photo: Nutsa Shanshiashvili‎ / FBნუცა შანშიაშვილი
ნუცა შანშიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტის ბილეთის ღირებულებაში (60 დოლარი) შედის ”ალა ფურშეტი”, ღვინო და შამპანური.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ქართველი მსახიობი და ჯაზ-მომღერალი ნუცა შანშიაშვილი 26 ივნისს, ნიუ-იორკში საქველმოქმედო კონცერტს ”საქართველო, შენთან ვართ” გამართავს. შემოსული მთლიანი თანხა თბილისის წყალდიდობისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდება.

”რესტორანი "Passage"გეპატიჟებათ ნუცა შანშიაშვილის საქველმოქმედო კონცერტზე. საღამოზე მიიღებენ მონაწილეობას მისი ამერიკელი მეგობრები, ქართველი ცნობილი მომღერლები და მუსიკოსები. შემოსული მთლიანი თანხა გადაერიცხებათ სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს”, — აღნიშნულია ღონისძიების Facebook-ის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

კონცერტზე დასასწრებად ბილეთის ფასია 60 აშშ დოლარი, რომელშიც ”შედის ალა ფურშეტი, ღვინო და შამპანური”.

წყალდიდობა თბილისში კვირას, 14 ივნისის ღამით მოხდა. დაიღუპა 19 ადამიანი, სამი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ჯაზ-მომღერალი, მსახიობი და მხატვარი ნუცა შანშიაშვილი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ის თბილისში, მოქანდაკე ჯემალ შანშიაშვილის და მსახიობ მზია მაღლაკელიძის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ჰქონდა პერსონალური გამოფენები სანკტ-პეტერბურგსა და პარიზში. მისი დებიუტი თეატრალურ სცენაზე მ. გორევოის სპექტაკლში ”Черта” შედგა, რისთვისაც თეატრალური პრემია ”თოლია” მიიღო.

 


ყველა ახალი ამბავი
0