შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ანაკლიაში დაისვენებენ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტს თბილისის მერია აფინანსებს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 1,2 ათასი ბავშვი და მოზარდი, მშობლებთან ერთად, ანაკლიაში დასვენებას ოქტომბრამდე შეძლებენ,  იუწყება თბილისის მერია ორშაბათს, 22 ივნისს. 

ბავშვებისა და მოზარდების პირველი ჯგუფი, სულ 75 ადამიანი უკვე შეასახლეს სასტუმრო „ოქრის საწმისში", რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა მორგებული. ბავშვები ზღვაზე 13 დღეს გაატარებენ. 

პროექტს თბილისის მერია აფინანსებს.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0