იუსტიციის სახლი

თბილისის მერია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებას აპირებს

98
კონკურსის ერთ-ერთი პირობის თანახმად, თბილისის ურბანული განვითარება უნდა დაეფუძნოს ერთის მხრივ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და მეორეს მხრივ, ქალაქის ტერიტორიულ–სივრცითი სრულყოფა ორიენტირებული უნდა იყოს მის ბუბნებრივ და ისტორიულ –კულტურულ უნიკალურობაზე.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის კონკურსს აცხადებს — ამის შესახებ 19 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ აცნობა.

 დედაქალაქის სივრცით–ტერიტორიული განვითარების მართვის ძირითადი დოკუმენტი – „თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა’’ თბილისის საკრებულომ 2009 წელს დაამტკიცა.

 „თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის ბოლოს, მოწვეული ექსპერტების დახმარებით, 2009 წლის დოკუმენტის ანალიზი დაიწყო და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განახლებისთვის კონკურსის გამოცხადება, რადგან როგორც ანალიზმა აჩვენა აღნიშნული დოკუმენტი არ ასახავს ქალაქის განვითარების პრიორიტეტებს, არ განსაზღვრავს მომავალში როგორი ქალაქი უნდა იყოს თბილისი და მეტწილად არამუდმივი განვითარებისკენაა მიმართული“- თქვა ღოღობერიძემ.

 კონკურსის ერთ-ერთი პირობის თანახმად, თბილისის ურბანული განვითარება უნდა დაეფუძნოს ერთის მხრივ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და მეორეს მხრივ, ქალაქის ტერიტორიულ–სივრცითი სრულყოფა ორიენტირებული უნდა იყოს მის ბუბნებრივ და ისტორიულ –კულტურულ უნიკალურობაზე.

 კონკურსში მონაწილეობის მსურველებს 21 მაისიდან შესაძლებლობა ექნებათ კონკურსთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ–გვერდზე. 

98