კულტურის სამინისტრო ბავშვთა კოლექტივების გასტროლების ორგანიზაციული საკითხებით დაკავდება

© photo: Sputnik / Юрий Стрелец / გადასვლა მედიაბანკშიხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე სამინისტრო ერთობლივად შეიმუშავებს ბავშვთა კოლექტივების გასვლითი ღონისძიებების უსაფრთხოების სტანდარტებს

 თბილისი, 12 მაისი – Sputnik. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მომავალ კვირას აპირებს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც  ბავშვთა შემოქმედებითი და სპორტული კოლექტივების გასვლითი ღონისძიებების, ასევე სკოლის მოსწავლეთა ექსკურსიების  დროს უსაფრთხოების ზომების დაცვის სტანდარტებს შეიმუშავებს.

 

აღნიშნული საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 10 მაისს, გამთენიისას, ქალაქ  ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ მომხდარი ხანძრის შედეგად, სამი მოზარდი დაიღუპა.

 

„ჯგუფი იმუშავებს მინისტრების დონეზე. ჩვენ შევიმუშავებთ უსაფრთხოების სტანდარტებს, რომელთა დაცვა საბავშვო კოლექტივების ყველა ხელმძღვანელს მოუწევს“, –  განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ გიორგაძემ.

 

მინისტრის აზრით, ბავშვთა კოლექტივების ხელმძღვანელებმა ან მათმა თანმხლებმა პირებმა, აუცილებლობის შემთხვევაში პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა უნდა იცოდნენ.

 „რა თქმა უნდა,  მუშაობის მსვლელობისას ჩვენ ბევრ სხვა დეტალსაც დავამუშავებთ და გამოვავლენთ. რა ერქმევა ამას — ინსტრუქცია თუ ბრძანება —  სამუშაოს მსვლელობისას გადავწყვეტთ. სულ მცირე, რეგულაციები უნდა შეეხოს ტრანსპორტირების, ბავშვების სასტუმროში განთავსებისა და სხვა საკითხებს“, — აღნიშნა გიორგაძემ.

 

 აღნიშნულ საკითხზე მუშაობაში ჩართვის მზაობა გამოთქვეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, შსს-მ,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებმა. ჯგუფში კონსულტაციისათვის ასევე მოიწვევენ გარეოს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს.

 

აჭარის მთავრობის მონაცემებით, ხანძრის გაჩენის დროს —5:00 საათზე, სასტუმრო „არმაზში“ 35 ბავშვი იმყოფებოდა. ბავშვები ფოლკლორული ანსამბლ „სიხარული 2“ –ის  წევრები იყვნენ, რომელიც აჭარაში ბათუმში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობისათვის ჩავიდნენ. მაშველებმა ვერ შეძლეს სამი — 10 დან 12 წლამდე მოზარდის ევაკუირება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან  განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

ყველა ახალი ამბავი
0