საქართველოში პედოფილიის ელემენტებით პორნომასალების შეძენისთვის ციხეა გათვალისწინებული

გამოწერა
8 ოქტომბრიდან საქართველოში ძალაში შევიდა შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც მიმართულია პორნოგრაფიასთან და პედოფილიასთან ბრძოლისკენ, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

თბილისი, 8 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. 8 ოქტომბრიდან საქართველოში ძალაში შევიდა შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც მიმართულია პორნოგრაფიასთან და პედოფილიასთან ბრძოლისკენ, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი.

არასრულწლოვანთა მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალების დამზადებისა და გავრცელებისთვის ადრე დადგენილ სასჯელს დაემატა პედოფილიის ელემენტების მქონე მასალების შენახვის და შეძენის აკრძალვა.

არასრულწლოვანთა მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალების დამზადებისა და გავრცელებისთვის, 24 სექტემბერს მიღებული შესწორებების თანახმად, დამნაშავეს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სისხლის სამართლებრივი დევნა ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე კომპანიის წინააღმდეგ სანქციების ჩათვლით, რომელთა თანამშრომლებიც საოფისე კომპიუტერებზე ინახავენ პორნოგრაფიულ მასალებს არასრულწლოვანების მონაწილეობით. უკანასკნელ შემთხვევაში კომპანიას ემუქრება ჯარიმა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

ყველა ახალი ამბავი
0