ქართული ტელერადიოკომპანიის გენერალური დირექტორი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაჯარიმდა

გამოწერა
ხუთშაბათს გორის რაიონულმა სასამართლომ გორის ტელერადიოკომპანია ”თრიალეთის” გენერალური დირექტორის ჯონი ნანეტაშვილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმა.

თბილისი, 8 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ხუთშაბათს გორის რაიონულმა სასამართლომ გორის ტელერადიოკომპანია ”თრიალეთის” გენერალური დირექტორის ჯონი ნანეტაშვილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმა, განაცხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

ნანეტაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის (სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) 400 ლარით დაჯარიმდა.

ნანეტაშვილი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ არაფერი დაურღვევია და მხოლოდ ტელეკომპანიაზე ზეწოლის მიზნით დააკავეს.

”ბოლო დროს ტელევიზიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა და მიგვაჩნია, რომ ჯონი ნანეტაშვილის დაკავება ამ ზეწოლის გაგრძელება იყო. ესაა ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე და ადამიანის უფლებების დარღვევა”, - აცხადებს ტელეკომპანია.

ნანეტაშვილი პროკურატურაში საჩივრის შეტანას და პოლიციელთა დასჯის მოთხოვნას აპირებს. ის ამტკიცებს, რომ სასტიკას სცემეს.

”თრიალეთი” გორიდან შიდა ქართლის ტერიტორიაზე მაუწყებლობს. მისი მაუწყებლობა ვრცელდება გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის და ცხინვალის რაიონებში. მას დაახლოებით 450 ათასი ადამიანი უყურებს. ”თრიალეთი” საქართველოში ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, რომელიც 1990 წლიდან მაუწყებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0