ციკლონი თბილისს გვერდს აუვლის - მეტეოცენტრი

გამოწერა
ხუთშაბათიდან მთელს საქართველოში დათბება. სითბო ორ დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც რეგიონთა უმეტესობაში კვლავ გაავდრდება.

თბილისი, 6 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ხუთშაბათიდან მთელს საქართველოში დათბება. სითბო ორ დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც რეგიონთა უმეტესობაში კვლავ გაავდრდება.

7 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსამდე გათბება, მაგრამ 9 სექტემბერს, შავი ზღვის მხრიდან ცივი ჰაერის მასების შემოდინების გამო, საქართველოში კვლავ გაწვიმდება, განაცხადა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ.

”ეს ციკლონი არ შეეხება თბილისს და კახეთს. აქ ნათელი ამინდი შენარჩუნდება”, - განაცხადა მეტეოროლოგმა.

ყველა ახალი ამბავი
0