Гори

მასწავლებლის დღეს გორში დევნილ პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
სამშაბათს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებულ დევნილ პედაგოგებს შეხვედრა მოუწყო.

 

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. სამშაბათს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებულ დევნილ პედაგოგებს შეხვედრა მოუწყო, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს შიდა ქართლის რეგიონის ადმინისტრაციაში.

ღონისძიება სახელწოდებით ”საქართველოს სიყვარულის გაკვეთილი“  მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მასზე მოწვეულნი იყვნენ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი პედაგოგები.

”წარმოდგენილი იყო ინსცენირებული გაკვეთილი პატრიოტულ თემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასახლის თანამშრომლებმა, მასწავლებლებმა  და აღსაზრდელებმა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების და  სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის   წარმომადგენლებთან ერთად ცხინვალის და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაიაც (ჭანტურია)  ესწრებოდა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

5 ოქტომბერს პედაგოგის პროფესიული დღესასწაული მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1994 წელს დაფუძნდა, როგორც მასწავლებლის მსოფლიო დღე.

 

3