беженцы

სახალხო დამცველი საქართველოში დევნილების მდგომარეობით უკმაყოფილოა

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
გიორგი ტუღუშმა ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ერთობლივ სხდომაზე დევნილების მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ერთობლივ სხდომაზე საქართველოში დევნილების მდგომარეობის შესახებ სპეციალური მოხსენება წარადგინა.

80-გვერდიანი მოხსენება შეიცავს 70 რეკომენდაციას დევნილთა სამინისტროსა და მთავრობისთვის, მასში ყურადღება გამახვილებულია დევნილების უფლებების დარღვევაზე და მათი საცხოვრებელი პირობების მდგომარეობაზე.

ტუღუშის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა რეაბილიტირებული შენობების და კოტეჯების მონიტორინგი ჩაატარა და აღმოჩინა, რომ მათი უმრავლესობა ცუდ მდგომარეობაშია.  

”დევნილთა საქმეების სამინისტრო საერთაშორისო დონორებს ამ ფაქტს იმით უხსნის, რომ პასუხისმგებლობა ხარისხზე ეკისრება სამშენებლო კომპანიას, თუმცა, მონიტორინგის თანახმად, კონტრაქტორების მხრიდან არაფერი კეთდება. ჩვენ გავარკვიეთ, რომ რეაბილიტირებული შენობები ამორტიზირებულია, მათ უმეტეს ნაწილში სახურავიდან ჟონავს, შენობებში ნესტია და ცუდ მდგომარეობაშია ეზოები”.

ტუღუშის თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოსხლების პროცესის დროს დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დარღვევის ბევრი შემთხვევა.

”ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, რადგან სამინისტრო უახლოეს დროში გეგმავს ”ძველი დევნილების” რეგიონებში გადასახლებას. მოვითხოვ, მოხდეს დევნილების ინფორმირება თავიანთი უფლებების შესახებ, რათა მათ იცოდნენ, რომ მათ უფლება აქვთ, არ დათანხმდნენ შეთავაზებულ საცხოვრებელს და მოითხოვონ ალტერნატიული ვარიანტი”, - აღნიშნა ტუღუშმა.

3