цавтомобильное движение, Тбилиси

სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა გამოცდები უნდა ჩააბარონ

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს პარლამენტს სამარშრუტო ტაქსებისთვის მარშრუტის ხაზების განაწილების ახალი წესები შემოაქვს - კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით დეპუტატი ზვიად კუკავა გამოვიდა.

 

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტს სამარშრუტო ტაქსებისთვის მარშრუტის ხაზების განაწილების ახალი წესები შემოაქვს - კანონში ”ლიცენზირების შესახებ” და ”ტრანსპორტის შესახებ” ცვლილებების შეტანის ინიციატივით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხუთშაბათს დეპუტატი უმრავლესობიდან ზვიად კუკავა გამოვიდა, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები სამარშრუტო ხაზების განაწილებაზე კონკურსს ჩაატარებენ და დანიშნავენ გადასახადს ნებართვის მიღებაზე, ასევე აუცილებელი გახდება წელიწადში ერთხელ სამარშრუტო ტაქსის შემოწმება.

”ეს ახალი წესები სამარშრუტო ხაზებს არ შეამცირებს და ასევე ”მარშრუტკების” მძღოლებს უმუშევრად არ დატოვებს, რადგანაც იქნება სწორედ იმდენი ხაზი, რამდენიც საჭიროა მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხოლო შემოწმებები მოქალაქეების გადაადგილების უსაფრთხოებას და კომფორტს უზრუნველყოფს”, - განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს დეპუტატმა ზვიად კუკავამ.

პირველ ეტაპზე ცვლილებები მხოლოდ ქალაქის სამარშრუტო ტაქსებს შეეხება, მაგრამ კუკავა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს საქალაქთაშორის მარშრუტებზეც გავრცელდება.

შესაბამის კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ 1 ოქტომბერს, სხდომაზე იქნება მიღებული.

 

3