GePorn Studio

პირველი ქართული პორნოსტუდია მსახიობების შერჩევას იწყებს - მასმედია

27
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
პირველმა ქართულმა პორნოსტუდიამ ”GePorn Studio” მსახიობების შერჩევის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ პირველი სტატია გაზეთმა ”ქრონიკამ” გამოაქვეყნა.

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. პირველმა ქართულმა პორნოსტუდიამ ”GePorn Studio” მსახიობების შერჩევის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ პირველი სტატია გაზეთმა ”ქრონიკამ” გამოაქვეყნა, პოპულარულ ქართულ ფორუმებზე ეს განცხადება უკვე აქტიურად განიხილება.

ინტერნეტში ასევე ამოქმედდა ოფიციალური ”GePorn Studio”-ს ვებ-გვერდი, სადაც შესაბამისი განცხადებაა გამოქვეყნებული. მასში მითითებულია, რომ მსახიობების შერჩევა ხდება ფილმებში გადასაღებად, რომლებიც დასავლეთის ბაზარზე გაიყიდება.

სტუდია ქალებს 30-წუთიანი გადაღებისთვის 450 აშშ დოლარის ოდენობის ჰონორარს ჰპირდება, ხოლო მამაკაცებს - 300-ს, ამასთან, სტუდიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მამაკაცის სახე არ გამოჩნდება.

სტუდიის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული ყველა მომხმარებელი - 17 ადამიანი მამაკაცია. მათ უკვე გამოთქვეს გადაღებებში მონაწილეობის სურვილი. გადაღებებში მონაწილეობის სურვილი ჯერჯერობით არც ერთ ქალს არ გამოუთქვამს.

სტუდია არ იძლევა კომენტარებს და საკონტაქტო მონაცემებს, გარდა ელექტრონული ფოსტის მისამართისა, რომლის საშუალებითაც მსურველები კასტინგს გაივლიან, გააგზავნიან საკუთარ ფოტოებს და საკონტაქტო მონაცემებს, რის შემდეგაც სტუდია მათ თავად დაუკავშირდება.

27