Аджария

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ”Guardian”-ში აჭარის შესახებ სტატიას დაწერს

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ჯენიფერ კოქსი (Jennifer Cox), პოპულარული ჟურნალ ”Guardian”-ისთვის აჭარის შესახებ სტატიის მომზადების მიზნით, ბათუმში ჩამოვიდა.

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ჯენიფერ კოქსი (Jennifer Cox), პოპულარული ჟურნალ ”Guardian”-ისთვის აჭარის შესახებ სტატიის მომზადების მიზნით, ბათუმში ჩამოვიდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტში. 

ჯენიფერ კოქსი ავტორია ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორებიცაა "The London Times", "Marie Claire", "Elle", "Esquire and Cosmopolitan".

”ბრიტანელი ჟურნალისტი აჭარაში იმისთვის ჩამოვიდა, რომ თავად იხილოს ”აჭარის საოცრება”, რომელზეც მსოფლიოში ბოლო დროს ამდენს ლაპარაკობენ”, - აღნიშნეს დეპარტამენტში.

კოქსმა უკვე დაიწყო გასაუბრება აჭარის მოსახლეობასთან. ის რეგიონის ღირსშესანიშნაობებს და ქართულ ეროვნულ სამზარეულოს ეცნობა.

კოქსის მიერ მომზადებული სტატია აჭარის შესახებ "Guardian”-ში ოქტომბრის დასაწყისში უნდა გამოვიდეს.

2