презентация, люди, дождь

სინოპტიკოსები წვიმიან და თბილ ოქტომბერს გვპირდებიან

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში ოქტომბერი და მთლიანად შემოდგომა თბილი იქნება, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ.

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში ოქტომბერი და მთლიანად შემოდგომა თბილი იქნება, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ.

”1 ოქტომბრიდან ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება, რაც მთელს საქართველოში წვიმას და ტემპერატურის 4-5 გრადუსით დაწევას გამოიწვევს. მაგრამ, მთლიანობაში, ოქტომბერი თბილი იქნება”, - განაცხადა გვაზავამ.

გასული ზაფხული საქართველოში ყველაზე ცხელი იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა 35-40 გრადუსს შორის მერყეობდა.

2