финалистки конкурса красоты Мисс Грузия 2010

დეა არაყიშვილმა ”მის საქართველო-2010”-ის ტიტული მოიპოვა

128
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
თბილისის მცხოვრები 20 წლის დეა არაყიშვილი სილამაზის კონკურსის ”მის საქართველო 2010”-ის გამარჯვებული გახდა. კონკურსის ფინალი ბათუმში, სასტუმრო ”შერატონში” ორშაბათს საღამოს გაიმართა.

თბილისი, 21 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. თბილისის მცხოვრები 20 წლის დეა არაყიშვილი სილამაზის კონკურსის ”მის საქართველო 2010”-ის გამარჯვებული გახდა. კონკურსის ფინალი ბათუმში, სასტუმრო ”შერატონში” ორშაბათს საღამოს გაიმართა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სამოდელო სააგენტო ”იმიჯ ცენტრში”, რომელიც კონკურსის ორგანიზატორია.

დეა არაყიშვილმა მიიღო კონკურსის მთავარი პრიზი - ავტომანქანა "Daewoo Matiz", რომელიც დააწესა კომპანია "UZ-Daewoo".

”ერთი კვირის შემდეგ დეა არაყიშვილი ჩინეთში გაემგზავრება, სადაც სილამაზის კონკურსზე ”მის მსოფლიო - 2010” საქართველოს წარმოადგენს”, - განაცხადეს სააგენტოში.

პირველი ვიცე-მისის ტიტული მოიპოვა 24 წლის თბილისელმა ეკა ღურწკაიამ, რომელიც 2011 წელს საქართველოს წარმოადგენს კონკურსზე ”მის სამყარო”.

მეორე ვიცე-მისის ტიტული მფლობელი გახდა 19 წლის თბილისელი ნატა ბახტაძე, რომელიც გამოვა კონკურსზე ”მის ინტერკონტინენტალი - 2011”.

ფინალში 20 გოგონა გავიდა, რომლებმაც ინტენსიურად გაიარეს მოსამზადებელი ეტაპი, ფოტო–სესიები, აუცილებელი ფიზიკური მომზადება, ქორეოგრაფიის გაკვეთილები, სტილის და სამოსის შერჩევა. 

სილამაზის კონკურსის ჟიურის წელს ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ხელმძღვანელობდა. 

სულ კონკურსში გათვალისწინებული იყო 15 სხვადასხვა ნომინაცია – „მის საქართველო 2010“, პირველი ვიცე–მისი, მეორე ვიცე–მისი, „ვიცე–მის“–ის კიდევ ორი ნომინაცია, „მის მეგობრობა“, „მის ფოტოგენურობა“, „მის ტელეგენურობა“, „მის ექსტრავაგანტულობა“, „მის მომხიბლაობა“, „მის ელეგანტურობა“, „მის გრაცია“, „მის ინტერნეტი“, „მის ტალანტი“, „მის ინტელექტი“. 
გამარჯვებულების დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ცნობილმა ქართულომა კომპანიებმა.

2003 წლიდან სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრი“ ყოველწლიური კოკურსის „მის საქართველო“ ორგანიზატორია. ამავდროულად, სააგენტო ექსკლუზიური ლიცენზიების მფლობელი და ოფიციალური წარმომადგენელია შემდეგი სილამაზის  კონკურსების – „მის მსოფლიო“, „მის სამყარო“, „მის ინტერკონტინენტალი“ და „მის ტურიზმ ინტერეშენელი“.

128