помилованные заключенные Леван Думбадзе (слева) Мераб Миндели (справа)

განათლების მინისტრმა სტუდენტებს - ყოფილ პატიმრებს ნოუთბუქები გადასცა

11
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
პარასკევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამ ყოფილ პატიმარს შეხვდა და მათ საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა, განაცხადეს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

 

თბილისი, 17 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. პარასკევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამ ყოფილ პატიმარს შეხვდა და მათ საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა, განაცხადეს სამინისტროს პრეს-სამსახურში. პატიმრები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ და შუამდგომლობით პრეზიდენტმა შეიწყალა. 

ლევან დუმბაძე ჩაირიცხა კავკასიის ბიზნეს–სკოლაში, მერაბ მინდელი – სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში და რატი დარბაიძე – ახალციხის უნივერსიტეტში.

სამივე მსჯავრდებული ვადას იხდიდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და არც ერთ მათგანს ჯერ არ მოუხდის მისჯილი ვადის ნახევარი.

 

გუშინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეწყალების კომისიას აღნიშნული სამი მსჯავრდებული გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში სულ 9 მსჯავრდებული იღებდა მონაწილეობას.

პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ძალაში შედის „პატიმრობის კოდექსი“, რომლის თანახმად, მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ჩამოერთმევათ.

 

 

 

11