საქართველოს განათლების სამინისტრო სამი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს, რომლებმაც გამოცდები ჩააბარეს

გამოწერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეწყალების კომისიას შუამდგომლობით მიმართა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, განაცხადა ოთხშაბათს ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ.

 

тюрьма

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეწყალების კომისიას შუამდგომლობით მიმართა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, განაცხადა ოთხშაბათს ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ.

მისი თქმით, სამინისტრო სამი მსჯავრდებულის - ლევან დუმბაძის, მერაბ მინდელის და რატი დარბაიძის გათავისუფლებას ითხოვს.

კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სამივე არასრულწლოვანმა ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი.

”სამინისტრო აცნობიერებს განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და შემდგომი რეინტეგრაციის პროცესში და მიიჩნევს რომ ამ მსჯავრდებულების გათავისუფლებით და უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობით, მათი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვლება და ისინი საზოგადოებას დაუბრუნდებიან სრულყოფილ წევრებად”, - განაცხადა სეფერთელაძემ.

მან აღნიშნა, რომ ”ასევე მნიშვნელოვანია, მოტივაციის გაზრდა და განათლების მიღებისადმი ინტერესის გაღვივება იმ მსჯავრდებულებში, რომლებიც არ არიან ჩართული სასწავლო პროცესში”.

პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ძალაში შედის ”პატიმრობის კოდექსი”, რომლის თანახმადაც პატიმრებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება აღარ ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0