პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოფელ დიღომში ახალი სკოლა გახსნა

გამოწერა
15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან ერთად ოთხშაბათს სოფელ დიღომში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა.

 

Михаил Саакашвили

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. 15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან ერთად ოთხშაბათს სოფელ დიღომში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა.

”საქართველოში ასეთივე მოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა რამდენიმე ათეულია, მაგრამ ჩვენ სამი ათასი სკოლა გვაქვს და ყველა უმაღლეს დონეზე უნდა იყოს. ეს შესაძლებელი მხოლოდ სამი წლის მანძილზე გახდება”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა პედაგოგებს საკუთარ თავზე მეტი მუშაობისკენ მოუწოდა.

”მოსწავლეების სრულიად სხვა თაობა მოდის, რომელსაც ბევრად მეტი ეცოდინება და რომელიც თავისი პედაგოგებისგან უფრო მეტს ელოდება. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს მეტი მოთხოვნა უნდა წაუყენოს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და პირველკლასელებს ნეთბუქები გადასცა.

ყველა ახალი ამბავი
0