საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მეშახტეთა დაღუპვასთან დაკავშირებით აქცია გამართა

გამოწერა
ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტის შენობასთან ტყიბულში მომხდარ აფეთქებასთან და მეშახტეთა დაღუპვასთან დაკავშირებით, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა.

 

თბილისი, 2 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ალექსანდრე იმედაშვილი. ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტის შენობასთან ტყიბულში მომხდარ აფეთქებასთან და მეშახტეთა დაღუპვასთან დაკავშირებით, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა, იუწყება „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდნეტი.

აქციაში მონაწილეობა დაახლოებით ასმა ადამიანმა მიიღო. აქციის მონაწილეები პარლამენტის მთავარი კიბის საფეხურებზე შეჩერდნენ ხელში დროშებით და პროფკავშირების გაერთიანების ტრანსპარანტებით, ასევე პლაკატით წარწერით „ვინ აგებს პასუხს მეშახტეთა სიკვდილზე?“.

შენობის წინ, საფეხურებთან სანთლებით იყო აწყობილი დახმარების საერთაშორისო მოწოდება – სიტყვა S.O.S. ხელში სანთლებით აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ მეშახტეთა ხსოვნას.

„ერთის მხრივ, აქცია დაღუპულ მეშახტეთა ხსოვნას ეძღვნება. მეორე მხრივ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი იქნას ცვლილებები, რომელთა თანახმად, მეწარმეებმა სავალდებულო წესით უნდა დაიცვან შრომის უსაფრთხოების ნორმები და უზრუნველყონ ამით თავიანთი თანამშრომლები, რაზეც პასუხს უნდა აგებდნენ“, – განუცხადა „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა. 

„გარდა ამისა, შახტებში ასევე უნდა უზრუნველყოფილი იყოს შრომის ნორმალური და უსაფრთხო პირობები, ნორმალური განათების გაყვანა, მეთანის დონის რეგულარული გაზომვა“, – დასძინა პეტრიაშვილმა.

„ამ მიმართულებით ჩვენს საკანონმდებლო სივრცეს ამჟამად შესაძლოა „ველური“ ვუწოდოთ“, მეწარეები არ არიან ვალდებულნი თუნდაც სპეცტანსაცმელი გასცენ თანამშრომლებზე, მხუთავსაწინააღმდეგო ან დამცავი მოწყობილობები“, – აღნიშნა მან. 

„ტყიბულის მაღარო – ეს კერძო საკუთრებაა და კანონმდებლობამ უნდა აიძულოს ინვესტორები, დაიცვან განსაზღვრული ნორმები, რათა მათ სახსრები ჩადონ თავიანთი მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა პროფკავშირების ხელმძღვანელმა. 

„ტყიბულში მეშახტეთ დაღუპვის ფაქტი არის პირველი შემთხვევა და ყოველთვის ამტყუნებენ ამ ადამიანებს, თითქოს თვითონ არიან დამნაშავენი. და, შედეგად, ოჯახებზე არ გასცემენ კომპენსაციას, არ უზრუნველყოფენ მეშახტეთა უსაფრთხოებას, შრომის დაცვა ადგილებზე არ მუშაობს“, – განუცხადა, თავის მხრივ, „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს დღევანდელი აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ინდივიდუალურ მეწარმეობაში და ვაჭრობაში დაკავებულ პირთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა ზაზა აგლაძემ.

„ჩვენ სპეციალურად გავმართეთ ეს აქცია, რათა შევაწუხოთ ისინი ვინც საჭიროა, რათა მათ ყურადღება მიაქციონ მეშახტეთა უფლებების დაცვას და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს აქციებს“, – პირობა დადო მან.

ტყიბულის მაღაროში აფეთქება 27 აგვისტოს მოხდა. შტოლნში 11 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამი დაიღუპა შვიდმა მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული მაღაროელები თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იყვნენ გადაყვანილები. მოგვიანებით კიდევ ერთი მეშახტე დაიღუპა, შედეგად, მათი რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. ამასთან, მან განკარგულების თანახმად, სახელმწიფომ თავის თავზე აიღო დაშავებულთა სამკურნალო და დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯები.

ყველა ახალი ამბავი
0