საპასუხო პროტესტი: იაპონიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
მანამდე იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და პროტესტი გამოუცხადეს პრემიერ მიშუსტინის კურილის ერთ-ერთ კუნძულზე ჩასვლის გამო
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იაპონიის ელჩი ტოიოჰისა კოძუკი გამოიძახეს და პროტესტი გამოუცხადეს ტოკიოს არამეგობრული ნაბიჯების გამო რუსეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, იუწყება РИА Новости საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით. 
რუსეთისა და იაპონიის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
რუსეთის პრემიერის „დასანანი“ ვიზიტი: ტოკიო მოსკოვს პროტესტს გამოუცხადებს
მანამდე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაკეო მორიმ რუსეთის ელჩი მიხაილ გალუზინი გამოიძახა პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის ჩრდილოეთის ტერიტორიებზე (ასე უწოდებენ იაპონიაში კურილის კუნძულებს, — რედ.) ვიზიტის გამო და პროტესტი გამოუცხადა მას.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ი. მორგულოვმა იაპონურ მხარეს მტკიცე პროტესტი გამოუცხადა ოფიციალური ტოკიოს მიერ ბოლო დღეებში გადადგმული არამეგობრული ნაბიჯების გამო ჩვენი ქვეყნის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების კონტექსტში“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღინიშნება, რომ უწყებაში „დაჟინებით მოუწოდეს პარტნიორებს, არ გადავიდნენ ორმხრივ ურთიერთობებში „დესტრუქციულ ხაზზე“ და დაუბრუნდნენ ლიდერებს შორის მანამდე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას, რომელიც რუსულ-იაპონური ურთიერთობების „ხარისხობრივად ახალ საფეხურზე“ გაყვანას გულისხმობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, უსაფრთხოების სფეროში ნდობის გაზრდისა და საერთაშორისო საქმეებში პოზიციების დაახლოების გზით.    
პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი შორეული აღმოსავლეთისა და ციმბირის ოლქებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია სადავო კუნძულ იტურუპს. გავრცელებული ინფორმაციით, მიშუსტინს კურილის კუნძულებზე ყურადღების გამახვილება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაავალა, რომელმაც მანამდე კურილი კუნძულების ეკონომიკურ საქმიანობაში იაპონიის ჩართულობის თაობაზე „უნიკალური და უპრეცედენტო წინადადებები გაახმოვანა“.
კურილის კუნძულები - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
რუსეთთან შეუპოვარი მოლაპარაკებები გაგრძელდება: იაპონია კურილების დათმობას არ აპირებს
ტოკიოსა და მოსკოვს შორის დღემდე მიმდინარეობს დავა კურილის კუნძულების თაობაზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა. 
ყველა ახალი ამბავი
0