სავსე მთვარე

მეცნიერები ცაზე მეორე მთვარის გამოჩენას პროგნოზირებენ

115
(განახლებულია 19:22 09.07.2021)
ასტროკოსმოსური ცენტრის სწავლულები ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის აფეთქებას პროგნოზირებენ

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ვარსკვლავ ბეთელგეიზეს აფეთქების შედეგად, რაც უახლოეს ათასწლეულებშია მოსალოდნელი, ცაზე „მეორე მთვარე“ გაჩნდება, განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასტროკოსმოსური ცენტრის თანამშრომელმა ვიაჩესლავ ავდეევმა.

„ვარსკვლავი ისე იკაშკაშებს, როგორც მეორე მთვარე, ის დღისითაც ხილული იქნება, თუმცა ღამით უფრო ლამაზად გამოჩნდება“, — აღნიშნა მეცნიერმა.

ავდეევის თქმით, 2019 წლის ბოლოს ბეთელგეიზემ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად მიიჩნევა ღამის ცაზე, სწრაფად დაიწყო ნათების კლება. მაშინ მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ვარსკვლავი შეიძლება უახლოეს პერიოდში აფეთქდეს. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ სიფერმკრთალის მიზეზი მტვრის ღრუბელი იყო, რომელიც ბეთელგეიზეს ჩამოეფარა. ღრუბლის გაფანტვის შემდეგ ვარსკვლავმა პირვანდელი სიკაშკაშე დაიბრუნა.

თუმცა, როგორც ავდეევი ამბობს, ვარსკვლავი მაინც აფეთქდება უახლოეს ათასწლეულებში.

115
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (675)
Russia Today

ტელეარხი RT საერთაშორისო პრემიაზე ჟურნალისტების განაცხადების მიღებას იწყებს

22
(განახლებულია 21:23 30.07.2021)
კონკურსის გამარჯვებულ ჟურნალისტს ფულადი ჯილდო გადაეცემა კონფლიქტის ზონაში საუკეთესო ვიდეო- თუ ტექსტობრივი ნამუშევრისთვის

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ტელეარხი RT განაცხადების მიღებას იწყებს Khaled Alkhateb International Memorial Awards-ში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ყოველწლიურად გასცემს ჟურნალისტებზე პრემიებს კონფლიქტის ზონებში საუკეთესო ნამუშევრებისთვის.

პრემია 2017 წლის 30 ივლისს სირიაში დაღუპული ჟურნალისტის, ჰალედ ალ-ჰათიბის ხსოვნის პატივსაცემად დაარსდა, რომელიც RT Arabic-თან თანამშრომლობდა. წელს პრემია მეოთხედ გადაიცემა.

პრემია Khaled Alkhateb International Memorial Awards ჟურნალისტებს ენიშებათ შემდეგ კატეგორიებში:

  • საუკეთესო ნამუშევარი კონფლიქტის ზონიდან: ტექსტი
  • საუკეთესო ნამუშევარი კონფლიქტის ზონიდან: ვიდეო
  • ომის შემდეგ: ტექსტი/ვიდეო — ომგამოვლილი ადამიანებისა და ხალხების ბედზე, რომლებიც მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდებიან.

ეს უკანასკელი ნომინაცია წელს პირველადაა წარმოდგენილი.

გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 200 ათასი რუბლის ოდენობით. გამარჯვებული 30 ნოემბერს გამოვლინდება.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია საიტზე https://award.rt.com.

აღინიშნება, რომ პირველად პრემია ერაყელ, ირლანდიელ და სინგაპურელ კონკურსანტებს გადაეცათ.

კონკურსის ჟიურიში შედიან რუსი და სხვა უცხოელი ჟურნალისტები.

ჟურნალისტი ჰალედ ალ-ჰათიბი ბოევიკთა სარაკეტო შეტევას ემსხვერპლა სირიის პროვინცია ჰომსში. თავის რეპორტაჟებში ის სირიის სამთავრობო ძალების ბრძოლება აშუქებდა ტერორისტებთან. 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, სიკვდილის შემდეგ ჰალედ ალ-ჰათიბის დაჯილდოების შესახებ მედლით „მამაცობისთვის“. ჯილდო ჟურნალისტის ოჯახს გადაეცა.

22
თემები:
რუსეთი დღეს
მოსკოვის მეტროში

მოსკოვის ხელისუფლებამ საზოგადოებრივ ადგილებში ხელთათმანების ტარების წესი გააუქმა

22
(განახლებულია 21:07 30.07.2021)
რუსეთის დედაქალაქში პირბადის ტარების რეჟიმი კვლავ იმოქმედებს, სანამ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმალური არ გახდება.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ხელთათმანების სავალდებულო ტარების წესი გააუქმა, თუმცა პირბადის ტარების რეჟიმი კვლავ იმოქმედებს, იუწყება РИА Новости.

პირბადისა და ხელთათმანის ტარების რეჟიმი რუსეთის დედაქალაქში 2020 წლის მაისში ამოქმედდა.

სობიანინმა აღნიშნა, რომ პირბადე უმნიშვნელოვანესი ბარიერია ვირუსის გავრცელების გზაზე და მისი ტარების წესი მანამდე დარჩება, ვიდრე დაავადების ახალი შემთხვევები მინიმუმამდე არ დავა.

COVID-19-ის გავრცელების მხრივ რუსეთი, აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მეხუთე ადგილზეა. კორონავირუსის გართულებების გამო რუსეთში გარდაიცვალა 156.977 ინფიცირებული. ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელდა 5.568.363 ადამიანი.

22
თემები:
რუსეთი დღეს
სეისმოგრაფი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა კვლავ სოფელ სამებასთან

0
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან ახლოს, ცხრა კილომეტრ სიღრმეში მდებარეობდა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

სეისმოლოგი: გახშირებული მიწისძვრები საქართველოში საყურადღებოა>>

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:09 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეში მდებარეობდა.

ივნისსა და ივლისში სეისმოლოგებმა ამ ტერიტორიაზე 3,0–4,0 მაგნიტუდის ორ ათეულამდე მიწისძვრა დააფიქსირეს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში