ოსკაროსანი რეჟისორის მემკვიდრეობა: რა ცოდნა დატოვა ვლადიმირ მენშოვმა

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ მენშოვი
ვლადიმირ მენშოვი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
დღეს რუსეთი კინორეჟისორ ვლადიმირ მენშოვს ემშვიდობება, ოსკაროსანი ფილმის „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ ავტორს.
ელენა კარაევა
მისი დებიუტი კინორეჟისურაში იყო ფილმი „ხუმრობა“, რომელშიც პროტაგონისტი მეათეკლასელი ბიჭები იგორ გრუშკო და ოლეგ კომაროვსკი მეტოქეობის პროცესში არკვევენ – რაშია ადამიანის ძალა.
© photo: Sputnik / RIA News / გადასვლა მედიაბანკშიКадр из фильма "Москва слезам не верит"
Кадр из фильма Москва слезам не верит  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Кадр из фильма "Москва слезам не верит"
კადრი ფილმიდან „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“
და ძალა სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს აღმოჩნდა. გრუშკო, რომელიც პატიოსნებას კეთილდღეობაზე მნიშვნელოვნდა მიიჩნევდა, იცავდა იმას, რაც მას, 16 წლის ყმაწვილს ძალიან ეძვირფასებოდა.
ამბობენ, რომ მენშოვი დიდხანს ეძებდა მთავარი როლის შემსრულებელს, გამუდმებით ათვალიერებდა სინჯებისთვის გაკეთებულ ფოტოებს.
და შედეგად არჩევანი ცისფერთვალება პროვინციელ, ცოტა ტლანქ მოზარდზე შეაჩერა.
შეიძლება ამ ყმაწვილში საკუთარი თავიც დაინახა მენშოვმა, მასავით დაბნეული (მაგრამ ჯიუტი) ბიჭი, რომელმაც სამსახიობო ფაკულტეტზე ოთხჯერ მიიტანა შეტევა და საბოლოოდ მაინც ჩააბარა.
© photo : Mosfilm 1984Кадр из фильма "Любовь и голуби"
Кадр из фильма Любовь и голуби - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Кадр из фильма "Любовь и голуби"
კადრი ფილმიდან „სიყვარული და მტრედები“
და როცა თითქოს შანსები აღარ რჩებოდა, ბედს მან კიდევ ერთი მცდელობა გამოსძალა, რამაც შედეგად ტრიუმფი მოუტანა.
იმ მომენტში, როდესაც მენშოვი „ხუმრობის“ გადაღებას იწყებდა, მას უკვე ხუთი როლი ჰქონდა შესრულებული − მშვიდი, ოდნავ უხეში, არცთუ ყოველთვის სასიამოვნო „მუჟიკის“ სახე იდეალურად ეწერებოდა მაშინ ძალიან პოპულარულ ამპლუაში, მაგრამ მენშოვს მეტი უნდოდა.
ისევე, როგორც ნებისმიერ კაშკაშა ტალანტს, მასაც სურდა თავის თავზე მოეთხრო.
უფრო სწორად არა თავის თავზე, არამედ იმაზე, რაც მენშოვს მნიშვნელოვნად მიაჩნდა.
მთავარი კი მენშოვისთვის სიკეთე იყო − იქნებოდა ეს გრუშკოს მუშტებით დაცული სიმართლე და პატიოსნება, თუ კატია ტიხომიროვას ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები ფილმიდან „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“.
© photo: Sputnik / Григорий Василенко / გადასვლა მედიაბანკშიКинорежиссер Владимир Меньшов и французский актер Жерар Депардье
Кинорежиссер Владимир Меньшов и французский актер Жерар Депардье  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Кинорежиссер Владимир Меньшов и французский актер Жерар Депардье
ვლადიმირ მენშოვი და ჟერარ დეპარდიე
და არა იმიტომ, რომ ის „კონკია“ იყო, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრება, მენშოვის მიხედვით, არ შეიძლება არ იყოს სამართლიანი.
ორმოცს ოდნაც გადაცილებული იყო, როდესაც მენშოვმა სცენარების გროვიდან ამოარჩია საქაღალდე წარწერით „ორჯერ მატყუარა“, რომლიც მის თანატოლ ვალენტინ ჩერნიხს ეკუთვნოდა. თუმცა თავდაპირველად დროებით გვერდზე გადადება გადაწყვიტა.
ძალიან მელოდრამატული, ძალიან სატირალი, ძალიან ქრესტომათიული და გათელილი მოეჩვენა.
მაგრამ რაღაც მომენტში, როცა უკვე მერამდენედ კითხულობდა, რეპლიკებმა აზრი შეიძინა, ხოლო გმირების ხასიათმა − მოცულობა.
ფაბულის ხაზი ცხოვრების ისტორიად იქცა.
© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშიКинорежиссер и актер Владимир Меньшов, телеведущая Юлия Меньшова и актриса театра и кино Вера Алентова
Кинорежиссер и актер Владимир Меньшов, телеведущая Юлия Меньшова и актриса театра и кино Вера Алентова - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Кинорежиссер и актер Владимир Меньшов, телеведущая Юлия Меньшова и актриса театра и кино Вера Алентова
ვლადიმის მენშოვი, იულია მენშოვა და ვერა ალენტოვა
და თანაც არა იმდენად კატია ტიხომიროვასი, რამდენადაც თავად ვლადიმირ მენშოვისა.
ფლობერი მადამ ბოვარიზე საუბრისას ამბობდა: „ემა - ეს მე ვარ“. ასე და ალბათ კიდევ უფრო საფუძვლიანად შეეძლო ეთქვა მენშოვს − „კატია − ეს მე ვარ“. ის თავისი გმირივით თავდაუზოგავად მიდიოდა წარმატებისკენ − სისხლმდინარე სულითა და კანით.
ილუზიებსაც ისევე ემშვიდობებოდა, როგორც კატია ტიხომიროვა − მასავით იძენდა ცხოვრებისეულ სიბრძნეს.  
სწორედ იმიტომაცაა ესოდენ გამაყრუებელი ამ ფილმის გულწრფელობა, რომ ის ვლადიმირ მენშოვის გულის ყველაზე ღრმა და იდუმალი კუნჭულებიდან მოდის.  
იქ ყველაფერია: განათლებისა და ცოდნისკენ, ერთგულებისკენ სწრაფვა, სამართლიანობის მარადიული ძიება და მისი მიღწევის სურვილი, ოჯახური კერის სიმყუდროვისკენ სწრაფვა და სურვილი და შესაძლებლობა, რომ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი, დაუფიქრებლად და თავგანწირვით.
© photo: Sputnik / RIA News  / გადასვლა მედიაბანკშიАктеры Владимир Меньшов и Наталья Андрейченко в фильме Эрнеста Ясана "Прости"
Актеры Владимир Меньшов и Наталья Андрейченко в фильме Эрнеста Ясана Прости - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Актеры Владимир Меньшов и Наталья Андрейченко в фильме Эрнеста Ясана "Прости"
ვლადიმირ მენშოვი და ნატალია ანდრეიჩენკო ფილმში „მაპატიე“
კიდევ მომხიბვლელი სითბო და სინაზეც, მეგობრის მხარიც, რომელსაც ვენდობით, და, რაც მთავარია, ჩვენი უნარიც, გავიზიაროთ ბედნიერება თუ უბედურება.
მთელი ეს კულტურული კოდი მენშოვმა ისე ჩააკერა, იმდენად მტკიცედ და გულიანად ჩაადუღა ფილმში, რომ ამერიკელი კინოაკადემიკოსებიც კი განაიარაღა სამართლიანი ჭეშმარიტების წინაშე.
და „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ოსკაროსანი გახდა.
ფილმის გამოსვლიდან ათი წლის შემდეგ სხვა ფასეულობების, სხვა სიტყვების დრო დადგა. სითბო გაქრა, ხეები გაიკაფა, მომხიბლაობის ადგილი პრაგმატულმა გათვლებმა დაიკავა.
© photo: Sputnik / RIA News  / გადასვლა მედიაბანკშიВладимир Меньшов в фильме Алексея Сахарова "Человек на своем месте"
Владимир Меньшов в фильме Алексея Сахарова Человек на своем месте - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Владимир Меньшов в фильме Алексея Сахарова "Человек на своем месте"
ვლადიმირ მენშოვი ფილმში „ადამიანი თავის ადგილზე“
სამყარო, რომელშიც პატიოსნება სათნოებად მიიჩნეოდა, ჩამოინგრა.
და მხოლოდ ათი წლის შემდეგ, ძალიან გაუბედავად, ლამის ჩურჩულით გაჩნდა ახალი მოლოდინების ყლორტები.
აი, ამისთვის დიდი მადლობა ვლადიმირ მენშოვს, რომლის წინაშეც უსიტყვოდ ვიყრით მუხლს, ვწუხთ მის წასვლაზე, თუმცა, როგორც მისი ფილმები გვასწავლის, დავიცავთ სამართლიანობას, ცრემლებს მოვიწმენდთ და რწმენით განვაგრძობთ ცხოვრებას.
ყველა ახალი ამბავი
0