წიწიბურა

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი დღეიდან შეწყვიტა

75
(განახლებულია 15:00 05.06.2021)
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წიწიბურას ექსპორტი რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნებისა და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილების მიზნით შეზღუდა.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. რუსეთის მთავრობამ 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე ქვეყნიდან წიწიბურას გატანაზე დროებითი აკრძალვა დააწესა, რუსეთის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება აპრილის ბოლოს მიიღო.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად დაასახელა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება. 

დროებითი აკრძალვა არ ვრცელდება, კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილ საქონელზე, სატრანზიტო საქონელზე, სხვა ქვეყნებში რუსეთის სამხედრო ფორმირებების საქმიანობის უზრუნველსაყოფად და ბაიკონურსა და შპიცბერგენზე არსებული ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ საქონელზე.

აპრილის ბოლოს მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირმა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებზე განაცხადა, რომ რუსული წიწიბურას ძირითადი იმპორტიორები არიან ჩინეთი, ლატვია და უკრაინა.

რუსეთი საქართველოსთვის წიწიბურას ძირითადი მომწოდებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 701,7 ათასი დოლარის ღირებულების წიწიბურა შეიძინა, აქედან 701,4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია რუსეთიდან შემოვიდა.

საქართველოში 1 კგ წიწიბურას ფასი 3,5 ლარიდან იწყება.

75
38 წლის მომღერალი მარინა აბროსიმოვა, რომელსაც იცნობენ ფსევდონიმით МакSим,

ცნობილი რუსი მომღერალი კორონავირუსის გამო ხელოვნურ კომაში შეიყვანეს

21
(განახლებულია 16:29 19.06.2021)
ახალგაზრდა მომღერალს დაუდასტურდა პნევმონია ფილტვების მასშტაბური დაზიანებით და სისხლში ჟანგბადის დაბალი დონით.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 38 წლის მომღერალი მარინა აბროსიმოვა, რომელსაც იცნობენ ფსევდონიმით МакSим, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, იუწყება РИА Новости მომღერლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მომღერლის მენეჯერმა დააზუსტა, რომ არტისტს დაუდასტურდა პნევმონია ფილტვების მასშტაბური დაზიანებით და სისხლში ჟანგბადის დაბალი დონით. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსზე ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს, ექიმებს მიაჩნიათ, რომ საქმე სწორედ COVID-19-თან აქვთ.

„ჟანგბადზე რეაქცია არ ჰქონდა, ფილტვები არ იწმინდებოდა, ამიტომ ექიმმა მისი კომაში შეყვანა გადაწყვიტა“, - განმარტა მან.

მან აღნიშნა, რომ МакSим კომაში რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება.

„ექიმი საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს გვაძლევს, ანუ ეს იძულებით გაკეთდა იმისათვის, რომ არ შეიქმნას ჟანგბადის ნაკლებობა, ამიტომ ახლა ყველა ძალა მიმართულია იქითკენ, რომ გაიწმინდოს ფილტვები, შესაბამისად, კომიდან ნელ-ნელა გამოიყვანენ და მკურნალობაზე რეაქციას დააკვირდებიან“, - განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა.

21
თვითმფრინავი Let L-410-ის ჩამოვარდნა კუზბასში

რუსეთში თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

51
(განახლებულია 12:44 19.06.2021)
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 15 პირი. გავრცელებული ინფორმაცით, დაღუპულია ორი ინსტრუქტორი-პარაშუტისტი და ორი პილოტი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. L-410 ტიპის თვითმფრინავმა რუსეთის კემეროვოს ოლქში ავარიული დაჯდომა განახორციელა, იუწყება РИА Новости.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 15 პირი. დაშავებულებიდან 5 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 8 პირის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ორი ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული.

კემეროვოს საოლქო სამედიცინო ცენტრის ექიმის მონაცემებით, დაღუპულია ორი ინსტრუქტორი-პარაშუტისტი და ორი პილოტი.

დასავლეთ-ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ერთ-ერთი ძრავის გამორთვა გახდა, რის შედეგადაც დაშვებისას თვითმფრინავი ხეებს გამოედო.

წინასწარი მონაცემებით, ბორტზე იმყოფებოდა 19 ადამიანი - 17 პარაშუტისტი და ეკიპაჟის ორი წევრი.

თვითმფრინავის დაშვების ადგილზე ოპერატიული შტაბი შეიქმნა. ადგილზე იმყოფებიან კემეროვოს ოლქის გუბერნატორის მოადგილეები, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი.

დაღუპულების და დაშავებულების შესახებ მონაცემები ზუსტდება.

 

51
ნიკოლოზ წულუკიძე ამსტერდამში

ნიკოლოზ წულუკიძე: „შემიძლია ადამიანების მიმართ ძალიან დიდი სითბო გავცე“

0
(განახლებულია 17:07 19.06.2021)
ნიკოლოზ წულუკიძე საკუთარ თავზე საუბრობს, იხსენებს ბავშვობას და განმარტავს თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის პოპულარობას.

 

წულუკიძე
„ბებიაჩემი რომ რეკავს ხოლმე, სულ ვაფარებ ყურმილს ხელს, რომ არავინ გაიგოს. ის ჩემთან საუბარს სულ სიმღერით და მოფერებით იწყებს: „ბებოს სიხარულებოო“!.. ვფიქრობ, ყველა ადამიანს, ვინც პოპულარობისთვის იღწვის, იმის განცდა აქვს ხოლმე, რომ განსაკუთრებულია“, -ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძის თქმით, მას ადამიანებისადმი სიყვარულისა და სითბოს გაცემა ბავშვობიდან ასწავლეს და სურვილს გამოთქვამს, რომ ყველა ადამიანმა უშურველად გასცეს სიკეთე და სიყვარული.

0