უკრაინის დროშა

„უკრაინის ხელისუფლებაში ბანდერელები მოდიან“: რუსეთის კომენტარი კიევის მარშზე

85
(განახლებულია 18:29 29.04.2021)
კიევში გუშინ „ნაქარგი პერანგების მარში“ გაიმართა, რომელიც ნაციონალისტური დივიზია „გალიჩინას“ ხსოვნას ეძღვნებოდა.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. კიევში „ნაქარგი პერანგების მარში“ (Марш вышиванок), რომელიც ესესელების დივიზია „გალიჩინას“ ხსოვნას ეძღვნებოდა, იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ნაციონალისტები მოდიან, განაცხადეს რუსეთის ფედერაციის საბჭოში.

აღსანიშნავია, რომ დივიზია „გალიჩინა“ ლვოვში 1943 წელს შეიქმნა, მისი მთავარი ძალა უკრაინელი ნაციონალისტები იყვნენ.

მარში კიევში გუშინ გაიმართა და მასში ასამდე ადამიანი მონაწილეობდა. 

„ნაქარგი პერანგების მარში“ იმაზე მოწმობს, რომ კიევში ხელისუფლებას ნაციონალისტები, სტეპან ბანდერას მომხრეები იპყრობენ“, — განაცხადა ფედერაციის საბჭოს წევრმა ვლადიმირ ჯაბაროვმა.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ „დუმს მორცხვად ევროპა“ ასეთ ვითარებაში, როცა ის მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს ალექსეი ნავალნის გამო.

85
თემები:
საერთაშორისო პანორამა (394)
პროექტის Ты супер! ჟიურის წევრები

Ты супер! საბავშვო მუსიკალური კონკურსის მეხუთე სეზონის კასტინგი დაიწყო

9
(განახლებულია 10:28 18.05.2021)
არსებობის ოთხი წლის  განმავლობაში პროექტი Ты супер! 174 მოზარდს დაეხმარა ვოკალური ნიჭის გახსნასა და პროფესიული მუსიკალური კარიერის დაწყებაში

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ტელეარხი НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი Ты супер! ტელეარხი НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik მშობლების მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! V სეზონის კასტინგის დაწყების შესახებ იუწყება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებული ვოკალური ნიჭით გამოირჩევიან და ცხოვრობენ ბავშვთა სახლებში, მეურვეებისა და მიმღებ ოჯახში, ასევე ბავშვებს, რომლებიც რთული ოჯახური სიტუაციის გამო სკოლა-ინტერნატებში იზრდებიან.

პროექტში Ты супер! შერჩევის პრინციპი წინა სეზონების მსგავსი დარჩება: მისი მონაწილე შეიძლება გახდეს 7-დან 18 წლამდე ასაკის მიმღებ ოჯახში მცხოვრები ბავშვი ან სკოლა-ინტერნატისა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელი რუსეთისა და დსთ-ის ნებისმიერი ქალაქიდან.

კასტინგზე მოსახვედრად „Sputnik-საქართველოს“ რედაქციის ელექტრონულ მისამართზე უნდა გაიგზავნოს:

  1. ვიდეო, რომლითაც კასტინგის მონაწილე საკუთარ თავს წარმოადგენს (გვარი და სახელი, ასაკი, ქალაქი და სტატუსი: ვცხოვრობ ბავშვთა სახლში/ინტერნატში/მიმღებ ოჯახში/მეურვეობის ქვეშ) და ბავშვის გამოსვლების რამდენიმე ჩანაწერი. შესაძლებელია, რომ ჩანაწერები რომელიმე კონკურსებზე იყოს გადაღებული.
  2. შევსებული განაცხადი.

პირველი შესარჩევი ტურის შედეგები 2021 წლის ზაფხულში გამოქვეყნდება.

საბავშვო მუსიკალური კონკურსის Ты супер! პრემიერა НТВ-ზე 2017 წლის 11 თებერვალს გაიმართა. პირველივე ეთერებიდან პროექტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ გახდა. არსებობის ოთხი წლის განმავლობაში პროექტი დაეხმარა ასობით ახალგაზრდა ვარსკვლავს თავისი ვოკალური ნიჭის წარმოჩენაში და მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ზოგიერთმა მონაწილემ ოცნება აისრულა და მშობლები შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის გასული სეზონების მონაწილეები სხვადასხვა, მათ შორის, საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური კონკურსების ხშირი სტუმრები არიან. Ты супер!-ის მეორე სეზონის გამარჯვებულის დიანა ანკუდინოვას გამოსვლა 2018 წელს YouTube-ს რუსული სეგმენტის ყველაზე პოპულარული ვიდეოების სამეულში შევიდა.

საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტელეარხ НТВ–სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ის მიერ რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

9
თემები:
НТВ-სა и Sputnik-ის საბავშვო ვოკალური კონკურსი Ты супер!"
მოსკოვი

რუსეთის საგარეო უწყება მოსკოვში ისრაელელთა და პალესტინელთა შეხვედრას ამზადებს

17
მოსკოვი მუშაობს ასევე პალესტინელთა შორის განხეთქილების დაძლევის საკითხზე, რაც პალესტინასა და ისრაელს შორის სიტუაციის დარეგულირების პროცესის განუყოფელი ნაწილია.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. რუსეთი მოსკოვში ისრაელელთა და პალესტინელთა შეხვედრას ამზადებს და კონფლიქტის მხარეებთან კონტაქტებს ამყარებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

10 მაისს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე მასშტაბური ესკალაცია დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 220 ადამიანია დაღუპული, აქედან 58 – ბავშვი.

„ასეთი სამუშაო მიმდინარეობს მხარეებთანაც, ასევე „კვარტეტის“ წევრებთან (რუსეთი, აშშ, გაერო, ევროკავშირი - რედ.). მოსკოვში კონტაქტის ორგანიზების წინადადება ძალაშია“, - ციტირებს ზახაროვას РИА Новости.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მუშაობს ასევე სხვა მხარეებთან პალესტინელთა შორის განხეთქილების დაძლევის საკითხზე, რაც პალესტინასა და ისრაელს შორის სიტუაციის დარეგულირების პროცესის განუყოფელი ნაწილია.

ისრაელის და ღაზის სექტორის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის და აშშ-ის მხრიდან განცხადების მიღების ბლოკირების კომენტირებისას ზახაროვამ აღნიშნა, რომ გამართულმა განხილვებმა ცხადყო, რომ არსებობს „ერთიანი თვალსაზრისი კონფლიქტის მწვავე ფაზის გადაუდებელი შეწყვეტის აუცილებლობაზე“.

გასულ კვირაში გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სამი სხდომა, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებს მიეძღვნა. ჯერჯერობით უშიშროების საბჭომ გამართული შეხვედრების შედეგების მიხედვით რაიმე განცხადების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. როგორც РИА Новости-ს უშიშროების საბჭოში არსებულმა წყარომ უამბო, აშშ იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც განცხადების მიღება დაბლოკა.

17
ლეპტოპი

„წამიერი ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი...“ - 8 წლის გოგო საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა

0
(განახლებულია 13:41 18.05.2021)
სასოწარკვეთილი დედა სოციალურ ქსელში საშინელ ინფორმაციას ავრცელებს. ნახეთ რა შეემთხვა ძაღლების გასასეირნებლად წასულ დედა-შვილს

8 წლის გოგო ღია საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, რის შედეგადაც ხელისა და ფეხის არეში ტრავმა მიიღო. შემთხვევა თბილისში მოხდა. ინფორმაციას და ფოტომასალას თავად გოგონას დედა ავრცელებს სოციალურ ქსელში.

როგორც დედა წერს, მან და მისმა გოგონამ ძაღლები ჩაიყვანეს სასეირნოდ, სეირნობისას კი ის ძაღლებს გაეკიდა, უცებ ყვირილი მოესმა და შვილი გაქრა. „მოვკვდი, ათასმა ფიქრმა გამიარა თავში. როგორ ჩაეკიდა სიღრმეში ბავშვი და რას ახლაც ვერ ვხვდები ძლივს ამოვიყვანე. ახლაც თვალებში მაქვს 7-8 მეტრის სიღრმეზე სიბნელე და წყლის ჩხრიალი თუ როგორი დინებით მიდიოდა. ღმერთს მადლობა რომ ბავშვი მოეკიდა რაღაცას. არ ვიცი ახლაც ვერ ვიხსენებ თუ რა და როგორ მოხდა წამებში მხოლოდ ჩუმი ყვირილი და ის ბნელი სიღრმე და წყლის ხმა ჩამესმის“, - წერს ქალი.

მისი თქმით, ბავშვს სულ დალურჯებული აქვს კიდურები, რომელსაც გადაიტანს, თუმცა იმ შოკს არა, რაც გადაიტანეს.

„დავრეკე მერიაში დავრეკე დასუფთავებაში, არსაიდან არანაირი გამოხმაურება. ძლივს ავწიე ის იმსიმძიმე თავსახური და ნახევრამდე მივაჩოჩე და ნახევრად დავაფარე იქვე ხალხმა დაფარა შემდეგ და უცებ ამოვედი სახლში ბავშვისათვის რომ მიმეხედა. ძალიან მაინტერესებს, ვისაც ეს სფერო ეხება, რატომ არ აკონტროლებენ? რატომ არის საკანალიზაციო ჭები ღია, იქ სადაც ბავშვები სეირნობენ რატომ? ძაღლი, კატა არ დაიარება?“ – წერს მოზარდის დედა.
0