რუსეთმა შავი ზღვის რამდენიმე რაიონი უცხოური გემებისთვის ჩაკეტა

© photo: Sputnik / Andrey Krylov / გადასვლა მედიაბანკშიქერჩის სრუტე
ქერჩის სრუტე - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეზღუდვების დაწესება იმ ზონებში, სადაც სწავლებები ტარდება, საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. რუსეთმა  შავი ზღვის სამ რაიონში შაბათ საღამოდან უცხოური სამხედრო ხომალდების და სხვა სახელმწიფო ხომალდებისთვის მშვიდობიანი გავლის უფლება შეაჩერა, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნავიგაციისა და ოკეანოგრაფიის სამმართველოს ბიულეტენში. ამის შესახებ წერს РИА Новости. 

აღინიშნა, რომ ეს შეზღუდვა 24 აპრილის 21:00 საათიდან 31 ოქტომბრის 21:00 საათამდე იმოქმედებს.

ზონები, რომელთა დაკეტვაც იგეგმება, არ შეაფერხებს ნავიგაციას ქერჩის სრუტეში, გარდა ამისა, ყველა ეს ზონა რუსეთის ტერიტორიული წყლების შიდა ტერიტორიას წარმოადგენს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის მისამართით პროტესტი გამოთქვა ამ გადაწყვეტილების გამო და მიუთითა, რომ ის თითქოსდა მიღებულია სამხედრო წვრთნების ჩატარების საბაბით, მიუხედავად იმისა, რომ დახურვისთვის დაგეგმილი ყველა რაიონი მოიცავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული ზღვის მხოლოდ გარე საზღვრამდე არსებულ ტერიტორიას.

დასავლეთის რეაქცია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რამდენიმე რაიონში უცხოური გემებისთვის შესვლის აკრძალვას რუსეთის მხრიდან „არაპროვოცირებული ესკალაცია” უწოდა.

საგარეო უწყების წარმომადგენელმა ნედ პრაისმა წერილობით განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა აკრძალვის გამო და მოსკოვი „აზოვის ზღვაში უკრაინული პორტების მუშაობაში შეფერხებების შექმნაში“ დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის ცალკეული რაიონების ჩაკეტვა „სიტუაციის კიდევ უფრო დესტაბილიზაციას გამოიწვევს“. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ მოუწოდა მოსკოვს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება.

რუსეთის პასუხი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა დასავლელი პოლიტიკოსების რეაქციაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად მოქმედებს.

რუსმა დიპლომატმა განმარტა, რომ საუბარია გემების გავლაზე ქერჩის სრუტეში.

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ სავაჭრო მიმოსვლისთვის, აზოვის ზღვაში უკრაინის პორტების გამოყენებისთვის არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა“, - განაცხადა რიაბკოვმა.

მისი განცხადებით, შეზღუდვების დაწესება იმ ზონებში, სადაც სწავლებები ტარდება, საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით რუსეთი ხელმძღვანელობს შეთანხმებებით, რომლებიც მრავალმხრივ ხასიათს ატარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0