დმიტრი მედვედევი

ცივი ომი დაბრუნდა: მედვედევმა აშშ–რუსეთის ურთიერთობები შეაფასა

76
(განახლებულია 15:50 23.04.2021)
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მეტოქეობიდან კონფრონტაციაში გადაიზარდა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის ეპოქაში დაბრუნდა, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.

მისი თქმით, სანქციები და ორ ქვეყანას შორის კონფლიქტური წინააღმდეგობა მსოფლიოში „პერმანენტულ დესტაბილიზაციას“ იწვევს.

„ბოლო წლებში რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები მეტოქეობიდან ფაქტობრივად კონფრონტაციაში გადაიზარდა, არსებითად, ცივი ომის ეპოქას დაუბრუნდა. სასანქციო ზეწოლა, მუქარები, კონფლიქტური წინააღმდეგობა, ეგოისტური ინტერესების დაცვა — ეს ყველაფერი მსოფლიოს პერმანენტულ დესტაბილიზაციაში აგდებს“, — აღნიშნა მედვედევმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმა გაიხსენა 1962 წლის კარიბის კრიზისი და აღნიშნა, რომ მაშინ ვითარება ორივე ქვეყნის, შეერთებული შტატებისა და სსრკ-ის ლიდერებმა „კომპრომისის სიბრძნის“ აღიარებით იხსნეს.

მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში გამწვავების ახალი ტალღა 15 აპრილს დაიწყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები გამოუცხადა რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს. გარდა ამისა, დამატებითი სექტორალური სანქციები დაწესდა ფედერალური სესხის რუსულ ობლიგაციებზე.

ამასთან ერთად ვაშინგტონმა იმავე დღეს მიიღო აშშ-ში რუსეთის საელჩოდან ათი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება. როგორც ჯო ბაიდენის ბრძანებულებაში იყო ნათქვამი, დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა შორის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც იყვნენ.

76
თემები:
რუსეთი დღეს (855)
Корабли ВМФ России на репетиция парада

მიმოხილვა: ჩრდილოეთის ფლოტი ახალ მოიერიშე კომპლექსს ითვისებს

1
უახლესი გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ცირკონის“ გამოცდა ფინიშს უახლოვდება _ ჩრდილოეთის ფლოტი „ადმირალი გორშკოვი“ დასკვნითი სატესტო გაშვებისთვის ემზადება.

ნიკოლაი პროტოპოპოვი 

ბოლო მონაცემებით, ტესტირება ზაფხულის ბოლოს ჩატარდება, შემდეგ კი სისტემის დახვეწაზე მუშაობა წყალქვეშა ნავებზე გაგრძელდება.

პირველი მზიდი

დასკვნითი გამოცდების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, წლის ბოლოსთვის რაკეტა სრულად იქნება შემოწმებული. ხოლო აპრილის გზავნილში ფედერალური კრების მიმართ, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რაკეტა მალე შევა შეიარაღებაში. სერიული მიწოდებები მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.

პროექტ 22350-ის სათავო ფრეგატმა „ადმირალმა გორშკოვმა“ პირველმა ისროლა პერსპექტიული რაკეტა „ცირკონი“ სასწავლო მიზნებით. ის ფლოტის შემადგენლობაში 2018 წლის ზაფხულში მიიღეს. ბორტზე მოწინავე ელექტრონული სისტემებისა და ავტომატიზაციის მაღალი დონის გამო, ამ ხომალდს „მცურავ კომპუიტერს“ უწოდებენ. ამასთან ბევრი ტექნოლოგია პირველადაა გამოყენებული.

ფრეგატების ძირითადი იარაღი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრებია“ 16 ვერტიკალურ გამშვებ დანადგარებზე. არტილერია _ ეს 130 მმ-ანი იარაღია წუთში 30 გასროლის სისწრაფითა და 23 კმ სიშორით. ცას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პოლიმენტ-რედუტი“ აკონტროლებს. წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ არის ოთხი ტორპედული აპარატი „პაკეტი-НК“. 

სათავო ვიმპელ „ადმირალ გორშკოვს“ საფუძველი 2006 წელს ჩაეყარა - ეს პირველი ახალი მსხვილი წყალზედა ხომალდია სსრკ-ს დროიდან. ფრეგატი საცდელი პოლიგონი იყო სხვადასხვა პროექტებისთვის, შეიარაღების სხვადასხვა სისტემების, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და რადიოელექტრონული აღჭურვილობისთვის. ასე რომ, გადაწყვეტილება, აღჭურვილიყო პლატფორმა „ცირკონით“, სრულიად ლოგიკურია. 

პირველი გამოცდები „გორშკოვის“ ბორტიდან 2019 წლის დეკემბერში შედგა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შედგა სამი გაშვება: ორი საზღვაო სამიზნეებზე და ერთი სახმელეთოზე.

არქტიკის დასაცავად 

საზღვაო და სახმელეთო ბაზირების პრინციპულად ახალ ჰიპერბგერით კომპლექსზე მუშაობა 2010-იანებში დაიწყო, პროექტის წარმატებული რეალიზაციის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018-ში განაცხადა.

მოსალოდნელია, რომ საზღვაო ვერსია გემსაწინააღმდეგო რაკეტა „გრანიტს“ ჩაანაცვლებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ფლოტის შეირაღებაში 1980 წლიდანაა. „ცირკონებით“ თანამედროვე და მოდერნიზებულიხომალდები აღიჭურვება - პირველ რიგში, პროექტ 22350-ის ფრეგატები, კრეისერი „ადმირალი ნახიმოვი“, პერსპექტიული ნაღმმზიდები „ლიდერი“. გარდა ამისა, „ჰიპერბგერით“ შეიარაღდება რავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავები 971, 949А და 885. პრიოტიტეტეშია ჩრდიოლოეთის ფლოტი. და ეს შემთხვევითი არ არის. 

„ცირკონს“ დიდი სიშორე აქვს და ექსპლუატაციის პროცესში აუცილებელია საკონტროლო გაშვებები და სროლები - საბრძოლო მომზადების ფარგლებში. ზომების გამო ჩრდილოეთის ფლოტის საოპერაციო ზონა და მისი პოლიგონები უფრო შესაფერისია ახალი შეიარაღების ტიპების, როგორც იტყვიან, ჭკუაზე მოსაყვანად, ვიდრე ბალტიკა ან შავი ზღვა“, - აცხადებს ჩრდილოეთის ფლოტის ექს-სარდალი ვიაჩესლავ პოპოვი.

ამასთან არქტიკული ზონა უფრო რაკეტსაშიში მიმართულებაა რუსეთისთვის. 

„ჩრდილოეთის ფლოტი არქტიკაზე აგებს პასუხს, - განმარტავს ადმირალი. - შენაერთის გაძლიერება მარტო დღევანდელი დღის კი არა, პერსპექტივის საკითხიცაა. ტრანსპორტის ასპექტშიცა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაშიც მომავალი არქტიკისაა. რაკეტა „ცირკონი“ მეტად უნივერსალური რამაა. და შეიარაღებული ძალების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ის წამყვანი სარაკეტო იარაღი გახდება მთლიანობაში სამხედრო-საზღვაო ფლოტისთის, და ასევე მძლავრი შემაკავებებლი ფაქტორი სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეტის ინტერესების შელახვის გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

კონტროლის საშუალება 

გამოცდების პროცესში „ცირკონები“ ანადგურებდა როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სამიზნეებს 450 კილომეტრზე. სროლის გაცხადებული სიშორე ათასი კილომეტრია. ეს რაკეტას მოუწყვლადს ხდის თანამედროვე და პერსპექტიული ჩამჭერი საშუალებებისთვის. 

გასაკვირი არ არის, რომ „ცირკონზე“ მაშინვე ირეაგირეს დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მა. პენტაგონი ყურადღებით ადევნებს თვალს თითოეულ გაშვებას და აცხადებს, რომ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჰიპერბგერითი შეიარაღების სფეროში. ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს კომპლექსი სერიოზული საფრთხეა ავიამზიდებისთის - აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი შემტევი ძალისთვის.

პირველი რანგის კაპიტან მიხაილ ნენაშევის თქმით, არმიისა და ფლოტისთის ყველა პროექტი, მათ შორის „ცირკონიც“, არის პასუხი დასავლეთის აგრესიულ სცენარზე. 

„საფრანგეთისა და აშშ-ის სამხედროების ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე აშკარად ჩანს, რომ დასავლეთის ქვეყნებისთის აუცილებელია, წარმოაჩინონ რუსეთი საშიშ მტრად. უკვე დიდი ხანია, შემუშავებულია სცენარი და დასავლეთის პოლიტიკური კლასი კურსს რუსეთის წინააღმდეგ ააგებს. „ცირკონი“ კი 21-ე საუკუნის თავდაცვის საშუალებაა ზღვარგადასული პოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში. ჩვენთვის აუცილებელია თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება“. 

ექსპერტს მიაჩნია, რომ „ცირკონებით“ აღჭურვილი ათი წყალქვეშა ნავი და წყალზედა ხომალდი, მოიერიშე ბირთვულ და თავდაცვით შეიარაღებასთან ერთად, ჩრდილოეთის ფლოტს მისცემს შესაძლებლობას, გადაჭრას ნებისმიერი გეოპოლიტიკური ამოცანა ქვეყნის თავდაცვის კუთხით. 

აღსანიშნავია, რომ „ცირკონი“, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შესული შეიარაღებაში, უკვე ახდენს გავლენას პოლიტიკაზდე. როგორც რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა შენიშნა, კომპლექსის წარმატებული გამოცდები რუს დიპლომატებს თავდაჯერებას მატებს ამერიკელებთან მოლაპარაკებებში შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

1
თემები:
რუსეთი დღეს (855)
პროექტის Ты супер! ჟიურის წევრები

Ты супер! საბავშვო მუსიკალური კონკურსის მეხუთე სეზონის კასტინგი დაიწყო

9
(განახლებულია 10:28 18.05.2021)
არსებობის ოთხი წლის  განმავლობაში პროექტი Ты супер! 174 მოზარდს დაეხმარა ვოკალური ნიჭის გახსნასა და პროფესიული მუსიკალური კარიერის დაწყებაში

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ტელეარხი НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი Ты супер! ტელეარხი НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik მშობლების მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! V სეზონის კასტინგის დაწყების შესახებ იუწყება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებული ვოკალური ნიჭით გამოირჩევიან და ცხოვრობენ ბავშვთა სახლებში, მეურვეებისა და მიმღებ ოჯახში, ასევე ბავშვებს, რომლებიც რთული ოჯახური სიტუაციის გამო სკოლა-ინტერნატებში იზრდებიან.

პროექტში Ты супер! შერჩევის პრინციპი წინა სეზონების მსგავსი დარჩება: მისი მონაწილე შეიძლება გახდეს 7-დან 18 წლამდე ასაკის მიმღებ ოჯახში მცხოვრები ბავშვი ან სკოლა-ინტერნატისა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელი რუსეთისა და დსთ-ის ნებისმიერი ქალაქიდან.

კასტინგზე მოსახვედრად „Sputnik-საქართველოს“ რედაქციის ელექტრონულ მისამართზე უნდა გაიგზავნოს:

  1. ვიდეო, რომლითაც კასტინგის მონაწილე საკუთარ თავს წარმოადგენს (გვარი და სახელი, ასაკი, ქალაქი და სტატუსი: ვცხოვრობ ბავშვთა სახლში/ინტერნატში/მიმღებ ოჯახში/მეურვეობის ქვეშ) და ბავშვის გამოსვლების რამდენიმე ჩანაწერი. შესაძლებელია, რომ ჩანაწერები რომელიმე კონკურსებზე იყოს გადაღებული.
  2. შევსებული განაცხადი.

პირველი შესარჩევი ტურის შედეგები 2021 წლის ზაფხულში გამოქვეყნდება.

საბავშვო მუსიკალური კონკურსის Ты супер! პრემიერა НТВ-ზე 2017 წლის 11 თებერვალს გაიმართა. პირველივე ეთერებიდან პროექტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ გახდა. არსებობის ოთხი წლის განმავლობაში პროექტი დაეხმარა ასობით ახალგაზრდა ვარსკვლავს თავისი ვოკალური ნიჭის წარმოჩენაში და მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ზოგიერთმა მონაწილემ ოცნება აისრულა და მშობლები შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის გასული სეზონების მონაწილეები სხვადასხვა, მათ შორის, საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური კონკურსების ხშირი სტუმრები არიან. Ты супер!-ის მეორე სეზონის გამარჯვებულის დიანა ანკუდინოვას გამოსვლა 2018 წელს YouTube-ს რუსული სეგმენტის ყველაზე პოპულარული ვიდეოების სამეულში შევიდა.

საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტელეარხ НТВ–სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ის მიერ რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

9
თემები:
НТВ-სა и Sputnik-ის საბავშვო ვოკალური კონკურსი Ты супер!"