რა ინიციატივით წარდგა პუტინი კლიმატის სამიტზე

© photo: Sputnik / Alexey Druzhynin / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, შეუერთდნენ პროექტებს კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად.

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული სიტუაცია გუშინ არ შექმნილა, ამიტომ გასათვალისწინებელია არა მხოლოდ სათბურის გაზების ემისიების ახალი მოცულობები, არამედ სხვა ფაქტორებიც, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კლიმატის სამიტზე.

„დღეს ჩვენი დისკუსია გვიჩვენებს, თუ რამდენად ღრმად ვიზიარებთ შეშფოთებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და რამდენად ვართ დაინტერესებული საერთაშორისო ძალისხმევით ამ პრობლემის მოსაგვარებლად”, - განაცხადა პუტინმა ხუთშაბათს კლიმატის სამიტზე.

ბარენცის ზღვა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
აშშ არ გამორიცხავს: არქტიკა შეიძლება ახალი კონფლიქტის ზონად იქცეს

რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი პლანეტის ბედი, თითოეული ქვეყნის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ხალხის კეთილდღეობა მეტწილად დამოკიდებულია გატარებული ძალისხმევის წარმატებაზე.

რაც შეეხება სათბურის გაზების ემისიებს, რუსეთი მუშაობს მათ შემცირებაზე, განაცხადა პუტინმა.

„გუშინ მქონდა ყოველწლიური მიმართვა ფედერალური კრებისადმი და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში  დაისვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა - 2050 წლისთვის ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდეს ემისიის დაგროვილი მოცულობა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ამ ამოცანის განხორციელება სავსებით შესაძლებელია, რუსეთის სიდიდის, გეოგრაფიის თავისებურებების და ეკონომიკის სტრუქტურის მიუხედავად. მან ასევე აღნიშნა, რომ 1990 წელთან შედარებით რუსეთმა სხვა ქვეყნებზე მეტად შეამცირა სათბურის გაზის გამონაბოლქვი.

სამხედროები არქტიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
მიმოხილვა: რუსეთი ჩრდილოეთ საზღვრებს უჩვეულო იარაღით დაიცავს

„გამონაბოლქვი შემცირდა ორჯერ, CO2-ის ექვივალენტის 3,1 მილიარდი ტონიდან 1,6 მილიარდ ტონამდე“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელი გახდა ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთის მრეწველობის და ენერგეტიკის კარდინალური გარდაქმნის გზით.

რუსეთის პრეზიდენტის წინ კლიმატის სამიტზე სიტყვით აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გეგმავს 2030 წლისთვის სათბურის გაზების გამონაბოლქვის ორჯერ შემცირებას. ამასთან ბაიდენმა მოუწოდა ყველა ქვეყანას „გადამწყვეტ ათწლეულში“ კლიმატის ცვლილებებთან აქტიურ ბრძოლაში ჩაერთოს.

აშშ 22-23 აპრილს მართავს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო ონლაინ-სამიტს, მასზე 40 მსოფლიო ლიდერია მიწვეული.

ყველა ახალი ამბავი
0